ანიმაციური სტუდია “პიქსარის” (Pixar) გულშემატკივრებს შეიძლება ეცნოთ მანქანა, რომელიც ბოლო 16 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ გადაღებულ თითქმის ყველა ფილმში გამოჩნდა. პირველად ის მაყურებლებმა “სათამაშოების ისტორიაში” (Toy Story) იხილეს, შემდეგ კი “რატატუიში” (Ratatouille), “ნემოს ძიებაში” (Finding Nemo), “მანქანებში” (Cars) და ა.შ.
მდიდარი წარმოსახვის მქონე ანიმატორები ისევ ეძებენ გზებს, რომ ყვითელი ფერის პიკაპი Toyota Hilux ჭკვიანურად ჩართონ კინოსტუდიის ბოლოდროინდელ ნამუშევრებში.Toy Story (1995)
ფილმში “Toy Story” ის გამოჩნდა, როგორც პიცის პლანეტისკენ მიმავალი გადამზიდი მანქანა, რომელსაც ვუდი და ბაზი გაჰყვებიან. შემდგომ სიქველებში – Toy Story 2 და 3 – მას სახურავზე რაკეტა აქვს და ზედ რესტორნის ლოგოა მიმაგრებული. მას შემდეგ მსგავსი რესტორანი გაიხსნა უოლტ დისნეის ჰოლივუდის სტუდიასა და პარიზის დისნეილენდში, რომელიც გაფორმებულია სამეცნიერო ფანტასტიკის ტიპის დიზანით.Toy Story 3 (2010)
წლების განმავლობაში პიცის დამტარებელი მანქანა იმდენად ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომ “პიქსარის” ანიმატორები მას უკვე ყველა ფილმში სვამენ. გამონაკლისი იყო 2004 წლის ანიმაციური ფილმი “The Incredibles”.
ფილმში “მწერის ცხოვრება” (A Bug’s Life) პიკაპი მაშინ ჩნდება, როცა მწერები ერთმანეთს აფრთხილებენ, რომ არ გაეკარონ მათ საწინააღმდეგო ელექტრონულ მოწყობილობას. “მონსტრების კორპორაციაში” (Monsters, Inc.) მანქანა საცხოვრებელი ვაგონის გვერდით დგას, როცა ქამელეონ რენდალ ბოგსს პირსახოცით სცემენ.
ფილმში “ნემოს ძიებაში” (Finding Nemo) მანქანა თევზების აკვარიუმიდან მოჩანს ჩავლის მომენტში, როცა თევზების ჯგუფი აპირებს, დაიხსნას ნემო კბილის ექიმის ოფისიდან და გაუშვას ახლომდებარე ზღვაში.Finding Nemo (2003)
ფილმში “მანქანები” (Cars) პიკაპი შეცვლილია – ანიმაციაში მონაწილე ათობით სხვა პერსონაჟის მსგავსად, წინა მხარეს მასაც თვალები და პირი აქვს მიხატული. ფილმის მეორე სერიაში კი ჩნდება სატელევიზიო შოუში “Tire Talk”.
“რატატუიში” (Ratatouille) მას ხიდზე მიმავალს ვხედავთ, ხოლო “WALL-E”-ში არამიწიერი წარმოშობის საკვლევი აპარატი ხდის ხუფს და იკვლევს. ხოლო “UP”-ში შენობის წინაა გაჩერებული იმ მომენტში, როცა სახლს ასობით ბუშტი ჰაერში სწევს. შემდეგ ისევ ჩნდება, როცა მთავარი პერსონაჟი კარლ ფრედრიქსენი თავის პატარა მეგობარს, რასელს წაიყვანს ნაყინზე.WALL·E (2008)
თუმცა ყვითელი პიკაპი არაა ერთადერთი რამ, რასაც პერიოდულად ვხვდებით “პიქსარის” ფილმებში. მსგავსი კამეოებია ყვითელი ბურთი ლურჯი ზოლითა და წითელი ვარსკვლავით, რომელიც გამოჩნდა რამდენიმე ანიმაციურ სატელევიზიო შოუსა და ფილმებში და პერსონაჟი, რომელსაც მსახიობი ჯონ რატცენბერგერი ახმოვანებს.