აპლიკაციაახალი ამბები

გაჯეტი Googstick გადათარგმნის და ახსნის ნებისმიერ სიტყვას ნაბეჭდი ტექსტიდან

როდესაც ელექტრონული ტექსტის კითხვისას მომხმარებელი უცნობ სიტყვას წააწყდება, საკმარისია მისი მონიშვნა და დანარჩენს Google-ის საძიებო სისტემა გააკეთებს – გადაამისამართებს საჭირო წყაროზე. მოწყობილობა Googstick-ის შემქმნელები უფრო შორს წავიდნენ – მათ მოახდინეს ამ პროცესის ადაპტირება ქაღალდზე დაბეჭდილ ტექსტებზე.

Googstick-ის სამუშაო პოზიციაზე მოსაყვანად საჭიროა მომხმარებელმა ამოწიოს მოდულზე არსებული კამერა და მოწყობილობა განათავსოს წიგნის ან დოკუმენტის ზემოთ. მაგიდის ზედაპირზე მოწყობილობა საიმედოდ ფიქსირდება სპეციალური სამაგრების მეშვეობით. Googstick უსადენოდ უკავშირდება სმარტფონში, პლანშეტში ან პერსონალურ კომპიუტერში არსებულ აპლიკაციას.

თუ კითხვისას მომხმარებელი უცხო სიტყვას შეხვდება, საკმარისია მასზე თითით მიანიშნოს. Googstick-ის კამერა იმწამსვე დააფიქსირებს ამ სიტყვას და აპლიკაციას მისცემს ბრძანებას – მოძებნოს ეს სიტყვა Google-ში ან ვიკიპედიაში. მიღებული შედეგი აისახება სმარტფონის ან კომპიუტერის ეკრანზე.

ასევე შესაძლებელია მთლიანი წინადადების ან აბზაცის მონიშვნა მასზე მითითებით. ამისათვის საჭიროა ერთი თითით მიუთითოთ აბზაცის დასაწყისი, მეორეთი კი – მისი დასასრული.

დეველოპერების თქმით, Googstick-ს შეუძლია ორი А4 ფორმატის ზომის ტექსტის გადამუშავება. მოწყობილობა მუშაობს ხუთი საათის განმავლობაში ერთ დამუხტვაზე. მას გააჩნია 3200 მა/სთ მოცულობის ლითიუმის ბატარეა. ამჟამად მოწყობილობა ადაპტირებულია 12 ენაზე, კიდევ სამი ენა შემუშავების სტადიაშია.

Googstick-ის შეძენა ამ ეტაპზე შესაძლებელია Kickstarter-ზე 93 აშშ დოლარად. მიახლოებითი საცალო საბაზრო ფასი 260 აშშ დოლარი იქნება.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button