განხილვამუსიკა

თეონა ქუმსიაშვილი – უფლისჩიტა

უცნაურია, როდესაც 5-6 წლის წინანდელი ჩანაწერებისთვის საარქივოს დარქმევა გიწევს (ძირითადად „საარქივოს“ ტიტულის მისაღებად მინიმუმ 20-25 წელია საჭირო), მაგრამ თეონა ქუმსიაშვილის უცაბედმა, ტრაგიკულმა დაღუპვამ თანამედროვე ქართულ ფოლკლორში უდიდესი ნაპრალი დატოვა. ამასთან ერთად, როგორც უკვე საქართველოში აღარაა გასაკვირი, მისი თითო-ოროლა მაღალი ხარისხის ჩანაწერი თუ მოიპოვებოდა. ამიტომ კარდაკარ სიარულით და ჩანაწერების დიდი დამუშავებით შეკრებილი „უფლისჩიტა“ უკიდურესად მნიშვნელოვანი მემორიალია შემოქმედისა, რომელმაც წლების განმავლობაში გაბრუებულ-გაყინულ ქართულ ფოლკლორს პროგრესის დიდი ბიძგი მისცა. ჩანაწერების სხვადასხვა წარმომავლობის გამო მათი ხარისხი ძალზედ ცვალებადია, მაგრამ ამ ჩანაწერების უმრავლესობა რასაც ჰქვია, მივიწყებას გამოწიწკნეს, ასე რომ აქ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. უნიკალური ჩანაწერების გარდა აქ თეონას რამდენიმე საუკეთესო სიმღერაცაა, რომელიც ასევე კარგადაა გასუფთავებული. ეს დისკი თეონას ამავე სახელის წიგნს მოყვება და ქვეყნის მუსიკის ისტორიისთვის, ალბათ, წინა წლის ყველაზე ძვირფასი პროექტია.

გადმოსაწერი ბმული: Uflischita

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button