ჩინეთის სახალხო ბანკი სავალდებულოს გახდის მთელ ჩინეთში ციფრული იუანის მიღებას
ჩინეთის სახალხო ბანკი ციფრულ იუანს მიიჩნევს კანონიერ საგადახდო საშუალებად, რომელიც მთელ ქვეყანაში უნდა იყოს მიღებული. ამის შესახებ Financial News-ში დაწერა მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ციფრული იუანი ახდენს ფიატური ვალუტის იურიდიულად კომპენსირებას. იგი „ძირითადად გვევლინება, როგორც აქტივი М0 – ნაღდი ფულის ნაწილი“.
„ამიტომ, ციფრული იუანი უნდა შეესაბამებოდეს ფულადი რესურსების მართვასთან დაკავშირებულ კანონებსა და წესებს“ – აღნიშნა თავმჯდომარემ.
ზემოთხსენებულ სტატიაში იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქტივი მიღებულ უნდა იქნას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ვერცერთი კომპანია ან ფიზიკური პირი შეძლებს ციფრული იუანის მიღებაზე უარის თქმას, თუ ყველა პირობა იქნება დაცული“ – ნათქვამია სტატიაში.
ადრე ჩინეთის ხელისუფლებამ დააანონსა ეროვნული ციფრული საგადახდო სისტემის ტესტირების გაფართოება. ექსპერიმენტი მიმართული უნდა ყოფილიყო მსხვილ კომერციულ ოპერაციებზე.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში საინფორმაციო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია სახალხო ბანკის გეგმის შესახებ, რომელიც გულისხმობს ეროვნული ციფრული ვალუტის მიმოქცევაში გაშვებას 2022 წლის თებერვლამდე.