საინტერესოსურათები

გოგონა, რომელიც ხელფასს საჭმლის ჭამით გამოიმუშავებს

დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ 25 წლის გოგონას აქვს ისეთი სამსახური, რომელზეც შესაძლოა ბევრმა ჩვენთაგანმა იოცნებოს: სოფი ჰარდი გამოიმუშავებს ფულს იმით, რომ იგი ქვეყნის საუკეთესო რესტორნებში მიირთმევს საჭმელს.

სოფი მუშაობს ორგანიზაცია  “Weight Watchers”-ში, ეს გახლავთ დაწესებულება, რომელიც დახმარებას უწევს მათ, ვისაც ზედმეტი წონისაგან გათავისუფლება სურს. მის სამსახურეობრივ მოვალეობაში შედის საზოგადოებრივი კვების ობიექტების სტუმრობა და შეთავაზებული კერძების გასინჯვა, დაგემოვნება.

25 წლის ბრიტანელს სურს დაამტკიცოს, რომ კაფეებსა და რესტორნებში კვება, ამავდროულად “Weight Watchers”-ის დიეტაზე ყოფნა საკმარისია იმისათვის, რომ ვიყოთ ფორმაში.

სოფის ამოცანა – იკვებოს რესტორნებში კვირაში ორჯერ და იპოვოს შეთავაზებულ მენიუებში, როგორც გემრიელი, ისევე სასარგებლო კერძები. რესტორნების კერძები, რომლებიც ამ მოთხოვნებს შეესაბამება, იღებს აღნიშვნას “მოწონებულია ორგანიზაცია Weight Watchers-ის მიერ (WW Approved).

სოფი ჰარდმა “Weight Watchers”-ის დიეტის პროგრამის ეფექტურობა საკუთარ თავზე 16 წლის ასაკში გამოცადა. მან შეაფასა მისი მოქნილობა და წონის კლების მაჩვენებელი. წლების შემდგომ კი იგი სწორედ ამ ორგანიზაციის თანამშრომელი გახდა.

Source
http://icode.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button