ბუნება & სამყაროვიდეოფლორა & ფაუნა

ნაკრძალში ქირავდება სახლი, რომლის მეზობლად 77 ლომი ბინადრობს

Lion House არის უნიკალური კოტეჟი სამხრეთ აფრიკის ნაკრძალში, რომელიც საშუალებას აძლევს ტურისტებს გაატარონ შვებულება ველურ სამყაროში. ეს მომსახურება მეტად უჩვეულოა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია იცხოვროს შემოსაზღვრულ კოტეჯში, რომლის გვერდითაც 77 ლომი ცხოვრობს. ამ საოცარი ადგილის ქირაობა დღე-ღამეში, ერთი ადამიანისთვის, 100 ამერიკული დოლარი ღირს.

წარმოიდგინეთ, რომ ძილის წინ ლომის ხმა გესმით და ფიქრობთ: მან იცის, რომ ერთადერთი, რაც შენსა და ათეულობით მტაცებელს შორის დგას, ელექტრიფიცირებული ღობეა. შეიძლება არც ისე საშინლად ჟღერდეს მაგრამ მაინც თუ ეს ღობე დაირღვა?

პროექტის დირექტორმა, სიუზანა სკოტმა, განაცხადა, რომ კოტეჯში ცხოვრება სრულიად უსაფრთხოა – ტერიტორიას შემოსაზღვრული აქვს ელექტრო ღობე.
სუზანას თქმით, ტურისტები გარეულ ცხოველებთან იმდენად ახლოს არიან, რომ შეუძლიათ თავი იგრძნონ ლომების ოჯახის წევრად.

შიდა ეზოში შეგიძლიათ მოამზადოთ მწვადი ღია ტერასაზე, თუმცა ეს შეიძლება სისასტიკედ ჩაითვალოს, ამასთანავე, უსმინოთ ლომების ღმუილს და ფრინველების ჭიკჭიკს.

“ლომების სახლის” გაქირავებიდან შემოსული თანხა მთლიანად დაიხარჯება ლომების პოპულაციაზე. ეს კოტეჟი 6 ადამიანს იტევს. იმედს ვიტოვებთ იქ საშინელი ქართული 90-იანი წლები არ არის და თუ არის უკეთესი იქნება სარეზერვო გენერატორი ჰქონდეთ.

Source
odditycentral.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button