განხილვამუსიკა

სულხან ცინცაძე – კვარტეტები სიმებიანებისთვის (1-11)

classical, string quartet ტრეკლისტი:

  1. კვარტეტი #1 (1947) (27:41)
  2. კვარტეტი #2 (1948) (28:50)
  3. კვარტეტი #3 (1951) (25:42)
  4. კვარტეტი #4 (1955) (28:45)
  5. კვარტეტი #5 (1962) (28:27)
  6. კვარტეტი #6 (1967) (19:24)
  7. კვარტეტი #7 – ბელა ბარტოკის ხსოვნას (1970) (20:31)
  8. კვარტეტი #8 (1974) (20:02)
  9. კვარტეტი #9 (1978) (20:48)
  10. კვარტეტი #10 – პოლიფონიური (1984) (26:39)
  11. კვარტეტი #11 (21:49)

ხაზგასმული კვარტეტების ჩანაწერები წარმოდგენილია შედარებით დაბალი ხარისხით. / Recording quality of underlined quartets is comparably lower.

შეგიძლიათ დამცინოთ – სანამ სულხან ცინცაძის სიმებიანი კვარტეტების ვინილი სრულიად შემთხვევით არ აღმოვაჩინე, მე ის უბრალოდ კინომუსიკის კომპოზიტორი მეგონა. ყოფილ საბურთალოს ქუჩას ახლა სულხან ცინცაძის ქუჩა ჰქვია, მაგრამ ბევრს მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, ვის ქუჩაზე ცხოვრობს. ყველაფერი იმის ბრალია, რომ ამ კომპოზიტორის მუსიკაზე წვდომა ძალიან შეზღუდულია. ინტერნეტში რამდენიმე წლის წინაც კი ვერაფერს იშოვიდი; სპეციალიზებულ ბიბლიოთეკებამდე მიღწევა კი ყველას არ შეუძლია.

ეს ძალიან დასანანია, ვინაიდან სულხან ცინცაძე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიტორი იყო; ერთ-ერთი იმათგან, ვისი მუსიკის მასშტაბებიც, თავისი ფოლკლორულობის მიუხედავად ძალზედ სცილდებოდა ვიწრო ეროვნულ საზღვრებს. ცინცაძის მუსიკა გამოირჩეოდა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით (მას დაუწერია ოპერები, საფორტეპიანო, კინომუსიკა და ა.შ.), მაგრამ მისი სტიქია მაინც სიმებიანი კვარტეტები იყო. ამ საკომპოზიციო ფორმაში მან 12 ერთი-მეორეზე უკეთესი ნაწარმოები დატოვა. გთავაზობთ პირველ 11-ს.

მათი სმენისას ნათლად სჩანს ცინცაძის საკომპოზიციო სტილის ევოლუცია. პირველ რამდენიმე კვარტეტს მყარი ფოლკლორული ფესვები აქვს. ყოველ მომდევნო ნაწარმოებში კი უფროდაუფრო დიდი დოზით იპარება მოდერნისტული დისსონანსი. ასე რომ, ბოლო კვარტეტებში ფოლკლორული ელემენტებიდან მხოლოდ მოჩვენებაა დარჩენილი, რომელიც თითქმის მთლიანად ავანგარდითაა ჩანაცვლებული.

სამწუხაროდ, ყველა კვარტეტის მაღალხარისხიანი ჩანაწერი ვერ მოვიძიე – მაგრამ რაცაა ესაა. ამ ყველაფრის გამოტოვება არაფრით არ იქნება. 10 / 10.

————————————————————————————————————

You can laugh at me – before the incidental discovery of the vinyl with Sulkhan Tsintsadze’s string quartets, I knew him as a mere soundtrack composer. One of the central streets in Tbilisi is named after Sulkhan Tsintsadze – yet people only barely know who’s street they are living on. This is all because of scarcity of Tsintsadze’s available music. You just couldn’t find anything by him on internet couple of years ago, and most of us just cannot reach the specialized libraries.

And that is so pity, because Sulkhan Tsintsadze was one of the best composers in the history of Georgian music. He was the one of those few whose music, despite being highly folkloric, was well beyond national-only interest. Tsintsadze’s music was very diverse (he has composed operas, concertos, piano music, soundtracks etc. ), but string quartet was his preferred form. He left 12 very strong string quartets of which I’m presenting first eleven.

Hearing them successively, one can easily observe the evolution of Tsintsadze’s compositional style. First few quartets are deeply rooted in folklore, but with every successive quartet the modernist elements creep in. In the last quartets only ghosts of the folklore remain, almost wholly replaced by avant-garde dissonance.

Unfortunately I couldn’t find all the quartets in high quality. But anyways, this is what I could do. Quality is enough for apprehension, and the music of such importance just must not be missed. 10 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Sulkhan Tsintsadze – String Quartets

განახლება / update: String Quartet #3 (1951)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button