მეცნიერებატექნოლოგია

“მთვარის აგური” და კონცეპტებად დარჩენილი სხვა კოსმოსური სადგურები

100 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 16-მა ქვეყანამ და ემსახურება სამყაროს შესახებ მეტი ცოდნის მიღებას, “ნასას” მიერ შერაცხულია უპრეცედენტო მიღწევად ადამიანთა შემოქმედების ისტორიაში.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური წლების, ათწლეულებისა და საუკუნეების მანძილზე ფიქრისა და ტექნოლოგიური ინოვაციების შედეგია. ის უკვე 11 წელია მოქმედებაშია, თუმცა მის შექმნამდე არსებობდა სხვა იდეებიც, რომლებიც ვერ განხორციელდა და კონცეპტებად დარჩა.ეს უცნაური აპარატურა კოსმოსური საგურის პირველი ცნობილი იდეაა. ის 1869 წელს დახატა ამერიკელმა მწერალმა ედვარდ ევერეტ ჰეილმა. მისი აღწერით, “მთვარის აგური” დედამიწას გარს შემოუვლიდა და გემებს გზის გაგნებაში დაეხმარებოდა.

1929 წელს ავსტრიელმა ინჟინერმა ჰერმან პოტოჩნიკმა შექმნა კოსმოსური სადგურის პირველი ტექნიკური ნახატები. ეს სამნაწილიანი მოწყობილობა მოიცავს საცხოვრებელ არეს, აღჭურვილობების ოთახსა და ობსერვატორიას.

კოსმოსური სადგურის ეს სურათი გამოჩნდა “ნასას” 1959 წლის ბროშურაში “ახალი საზღვარი”. სადგური, რომელიც 50 წევრამდე ეკიპაჟს იტევდა, მოწყობილი იყო ლაბორატორიასავით და შექმნეს ხანგრძლივი კოსმოსური რეისების ასტრონავტებზე გავლენის შესასწავლად.

გასული წლის 2 ნოემბრისთვის, როცა საერთაშორისო კოსმოსურმა სადგურმა 10 წლის იუბილე აღნიშნა, უკვე გავლილი ჰქონდა 2.5 მილიარდი კმ, რაც დედამიწის მზის გარშემო ორბიტის მაჩვენებელზე რვაჯერ მეტია.

სადგურის აწყობისას კოსმონავტები 160-ჯერ გავიდნენ ხომალდის გარეთ. მთლიანობაში ეს დრო 1015 საათს (42 დღე და 7 საათი) შეადგენს. ბოლო ნაწილი ამ წლის დასაწყისში დაუმონტაჟეს, რაც კონსტრუქციის აგების დაწყებიდან მეათე წელია.

კოსმოსური სადგური თავისი მზის პანელების ჩათვლით ამერიკული ფეხბურთის სტადიონის ზომისაა და 450 000 კგ-ს იწონის. საცხოვრებლად ვარგისი ადგილი აქ უფრო მეტია, ვიდრე 5 საწოლოთახიან სახლში, არის 2 სააბაზანო, სპორტული დარბაზი და 360 გრადუსიანი ფანჯარა (ერკერი).აშშ-ის საჰაერო ძალების შემადგენლობით დაკომპლექტებული ორბიტაზე მოძრავი ლაბორატორიის დიზაინი 1960 წელს შეიქმნა იმ მიზნით,რომ სამხედრო ოპერაციები კოსმოსში განხორციელებულიყო. მაგრამ 1969 წელს პროგრამა შეწყდა, რადგან ხარჯებმა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

1960 წელს “Apollo” პროგრამის მიერ შექმნილი 3 მოდულიანი სადგურის კონცეპტის მიზანი იყო ეკიპაჟის ორბიტამდე გაყვანა და უკან დაბრუნება.

კოსმოსური სადგური, რომელიც გამოჩნდა 1968 წლის ფილმში “2001: კოსმოსური ოდისეა”.
ის დაფუძნებულია მარშალის სახელობის “ნასას” კოსმოსური ფრენების ცენტრის
პირველი დირექტორის ვერნერ ფონ ბრაუნის შექმნილ მოდელზე.

1969 წელს ასევე “Apollo” პროგრამის მიერ შექმნილი იდეა სადგურისა, რომელიც ცენტრალურ ღერძს ატრიალებს, რათა ხელოვნური გრავიტაცია შექმნას და კოსმონავტებისთვის იყოს დედამიწასთან უფრო მეტად მსგავსი გარემო, ვიდრე მიკროგრავიტაციის დროს.

უცნობ თარიღში “ნასას” მიერ შექმნილი კონცეპტი იმდენად დიდი იყო, რომ მისი აწყობა მხოლოდ კოსმოსში შეიძლებოდა. მას უერთდებოდა 2 კაციანი მოდულები, რათა მიეღოთ 4 გემბანიანი მოწყობილობა.

ჯონსონის სახელობის “ნასას” კოსმოსური ცენტრის მიერ 1984 წელს შექმნილი მოდელი, რომლის სახურავიც დაფარულია მზის ბატარეებით. ამ მეთოდით შესაძლებელია 120 კილოვატი ელექტროენერგიის მიღება. V-ს ფორმის განყოფილებაში კი 5 ოთახია.


და ბოლოს, პროექტი, რომელიც განხორციელდა, დატოვა დედამიწა და წარმატებულად მოქმედებს:

საერთაშორისო კოსმოსური სადგური უკვე ზედიზედ 11 წელია, ადამიანებითაა დასახლებული. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ექსპერიმენტი კიდევ დიდხანს გაგრძელდება და სამყაროს შესახებ მაქსიმალურად მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button