CoinMarketCap ხუთმა ტოპ-მენეჯერმა დატოვა
კრიპტოვალუტების ბაზრის მონაცემების აგრეგატორი CoinMarketCap (CMC) ხუთმა ხელმძღვანელმა, მათ შორის, დროებითმა აღმასრულებელმა დირექტორმა კერილინ ჩანმა, დატოვა Binance-ის მიერ პლატფორმის შეძენიდან ოთხი თვის შემდეგ.
The Block-ის ინფორმაციით, ტოპ-მენეჯერები Binance-მა გაათავისუფლა და მათ ჩანაცვლებას საკუთარი პერსონალით გეგმავს. ბირჟის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ CoinMarketCap „დამოუკიდებლად მუშაობს“.
აპრილში განხორციელებული გარიგების პირობების თანახმად, CMC-ის დამფუძნებელმა ბრენდონ ჩესმა დატოვა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა. დროებითი ხელმძღვანელი გახდა კერილინ ჩანი, რომელიც იმ დრომდე იყო დირექტორი სტრატეგიების მიმართულებით.
ამჟამად მასთან ერთად CMC დატოვა ორმა ვიცე-პრეზიდენტმა – სპენსერ იანგმა და ჯერემი სეოუმ, ასევე დიზაინისა და განვითარების გლობალურმა ხელმძღვანელმა მეთიუ ლიპლმა და პროექტის ხელმძღვანელმა ჯარედ ჩინმა.
CMC-თან გარიგების შემდეგ Bitcoin-ბირჟის თანადამფუძნებელმა და CoinGecko-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბობი ონგმა გამოთქვა აზრი, რომ სერვისი დამოუკიდებლობას დაკარგავს.
მაისში CMC-მა შეცვალა კრიპტოსავალუტო ბირჟების რანგირების სისტემა, რის შედეგად Binanace რიტინგში პირველ ადგილას დაბრუნდა.
ივლისში სერვისმა DeFi-ტოკენების რეიტინგში კაპიტალიზაციის მხრივ პირველ ადგილას განათავსა Binance Coin (BNB). სოციალურ ქსელებში კრიტიკის შემდეგ CMC-მა მონეტა ჩამონათვალიდან ახსნა-განმარტების გარეშე წაშალა.