Coinbase-მა განსაზღვრა ოთხი კრიტერიუმი ERC-20 ტოკენების ლისტინგისთვის
კრიპტოსავალუტო ბირჟა Coinbase-მა დაასახელა ოთხი საკვანძო ტექნიკური მახასიათებელი ERC-20 სტანდარტის ტოკენების ლისტინგისთვის.
Coinbase-ზე ლისტინგისთვის აუცილებელია აქტივები შეესაბამებოდეს ოთხ ძირითად კრიტერიუმს: ვერიფიცირებული კოდი, ინდუსტრიულ სტანდარტებთან შესაბამისი ბიბლიოთეკები, შეზღუდვა პრივილეგირებული მონაწილეებისთვის და მარტივი მოდულური დიზაინი.
Coinbase-ისთვის განსაკუთრებით მიშვნელოვანი ფაქტორია ვერიფიცირებული კოდი. შეტყობინებებში დეველოპერებებს მოუწოდებენ ჩამოტვირთონ იგი ისეთი შემოწმებული პლატფორმებიდან, როგორიცაა Etherscan.
ბირჟა აგრეთვე ითვალისწინებს ჩატარებულ აუდიტებს, ვრცელ დოკუმენტაციებს, კოდის შესაბამისობას Solidity-ს ბოლო ვერსიასა და სისუსტეების ძებნის ინსტრუმენტების არსებობას.
შეგახსენებთ, ივლისში Coinbase-ის საცალო და ინსტიტუციონალური მომხმარებლების რიცხვმა 35 მილიონს გადააჭარბა.