მოტივაცია

როგორ ვიგრძნოთ თავი უკეთ, ცხოვრების ცუდ პერიოდებში?

ვის არ ჰქონია ცუდი პერიოდები ცხოვრებაში? თუმცა, ზოგიერთი უფრო სწრაფად და ჭრილობების გარეშე ახერხებს გამოძრომას. მათ საკუთარი საშუალებები აქვთ ცუდი შეგრძნებების გადალახვის.

თუ ჯერ კიდევ ვერ აღმოაჩინე ცუდ შეგრძნებებთან ბრძოლის ეფექტური მეთოდები, ეს სია შენთვისაა. წაიკითხე და იცოდე, როგორ იგრძნო თავი უკეთ მომენტალურად.

  1. მოუსმინე სიმღერებს, რომლებიც გიყვარდა, როცა სკოლაში ან უნივერსიტეტში სწავლობდი. მუსიკა ძველ კარგ დროს გაგახსენებს.
  2. რამე დაწერე. დაწერე, რას გრძნობ კონკრეტულ მომენტში და რა ფიქრები ტრიალებს შენს თავში, თუ ვინმესთან ლაპარაკის სურვილი არ გაქვს.
  3. რამე დახატე. დახატე, ის რასაც შენი ხელები მოხაზავენ, რადგან არავინ განსჯის შენ ხატვის უნარებს.
  4. წაიკითე ძველი წერილები ან მესიჯები, რომლებიც ოჯახმა ან მეგობრებმა გამოგიგზავნეს, ეს გაგახსენებს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ყოველთვის ახსოვხარ.
  5. გაიხსენე ის დღე, როცა ნამდვილად ბედნიერი იყავი და ეცადე პირველი შეგრძნება აღიდგინო.
  6. გადაფურცლე შენი ფოტო ალბომი და ბავშვობის ფოტოები დაათვალიერე.
  7. იტირე, როცა თვლი, რომ ეს გჭირდება. ტირილი სირცხვილი არ არის. ცრემლებს გააყოლე შენი სტრესი და შიშები და შემდეგ თვალი გაუსწორე სიმართლეს.
  8. იმღერე ხმამაღლა, თითქოს არავის ესმოდეს შენი. იცოდი, იაპონიაში სტრესის გადასალახად კარაოკეს რომ იყენებენ?
  9. მოამზადე კერძი, შენთვის ან შენი ოჯახისთვის.
  10. წაიკითხე შენი დღიურის ჩანაწერები და თვალი გადაავლე შესანიშნავ მოგონებებს.
  11. მოწესრიგდი და კარგად ჩაიცვი, რათა თავი უკეთ იგრძნო.
  12. საწოლში ნუ დარჩები! აიღე წიგნი და სადმე წყნარ ადგილას დაჯექი.
  13. გაისეირნე და ჩაისუნთქე სუფთა ჰაერი.
  14. დაიღალე! ირბინე ან სპორტით დაკავდი.
  15. უყურე სასაცილო ვიდეოებს. იუთუბზე მრავლად წააწყდები.
  16. გადაიკითხე შენი ფავორიტი წიგნი და ამოწერე ციტატები და დიალოგები, რომლებიც გიყვარს.
  17. უყურე ახალ ფილმს, რომლის ნახვაც ყოველთვის გინდოდა, თუმცა ვერაფრით დაიწყე.
  18. რამე კარგი გააკეთე, რასაც ვერავინ შეამჩნევს. თუნდაც, ქუჩაში დაგდებული ბოთლი აიღე და სანაგვე ყუთში ჩააგდე.
  19. დაურეკე შენს საუკეთესო მეგობარს და ელაპარაკე ნებისმიერ თემაზე. ადამიანები სოციალური ცხოველები ვართ და ახლო ადამიანთან კონტაქტი თავს უკეთ გაგრძნობინებს.
  20. დათვერი ახლო მეგობრებთან ერთად. დალიე სახლში, რადგან ეს უსაფრთხო ადგილია თავის დასაკარგავად და ყველაფრის დასავიწყებლად.
  21. ჩაიხედე სარკეში და გაიღიმე. ისე მოიქეცი, თითქოს დღეს უკვე შესანიშნავი დღეა. ჩვენ ქცევას გავლენა აქვს ჩვენს განწყობაზე. რთულია მოიწყინო, როცა გაღიმებას ცდილობ.

lifehack.org – Anna Chui

Source
https://eon.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button