სასწორი (ასტროლოგია)
სასწორი (♎) — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეშვიდე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 22 (ან 23) სექტემბრიდან 22 (ან 23) ოქტომბრამდე. სასწორის ზოდიაქო განსხვავდება სასწორის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 31 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, სასწორის მმართველია — ვენერა. სასწორის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — სატურნი, „დაცემულია“ — მზე, „გამოძევებულია“ — მარსი. მინეროლოგიური თვალსაზრისით, სასწორის ძირითადი მინერალია: ქრიზოლითი. მას ასევე შეესაბამება: აქვამარინი, გიშერი, ნეფრიტი, როდონიტი.
სიმბოლო: ♎სასწორი
პერიოდი (ტროპიკული): 22 სექტემბერი — 23 ოქტომბერი
პერიოდი (ვარსკვლავური): 18 ოქტომბერი — 16 ნოემბერი
პერიოდი (მზის): 31 ოქტომბერი — 22 ნოემბერი
თანავარსკვლავედი: სასწორი
სტიქია: ჰაერი
ჯვარი: კარდინალური
მმართველი პლანეტა: ვენერა
განდევნილი: მარსი
ეგზალტაცია: სატურნი
დაცემა: მზე