(არც ისე) უაზრო კითხვები #2
წვეტიანი კითხვების მეორე სერია 🙂
● თუკი ინვალიდის სავარძელში მჯდომ ადამიანებს სიარული არ შეუძლიათ, ფეხსაცმელები რაღატომ აცვიათ?
● თუკი რენტგენული ხედვის უნარი გაქვს და ყველაფრის მიღმა ხედავ, გამოდის, რომ საბოლოოდ ვერაფერს ხედავ?
● თუკი რაღაცაზე იტყვი, რომ მისი აღწერა შეუძლებელია, გამოდის, რომ მაინც აღწერე?
● თუკი ადამიანი ბუნებით მიდრეკილია ცოდვისკენ, რატომ ამბობენ, რომ ჰომოსექსუალიზმი არაბუნებრივია და გადახრა?
● თუკი ძილი ტვინისთვის კარგია, სკოლაში რატომ იკრძალება?
● თუკი პომიდორი ხილია, ე.ი. კეტჩუპი ჯემია?
● თუკი სექსი ფორმაში ჩადგომას უწყობს ხელს, რატომაა ზოგი მეძავი მსუქანი?
● თუკი მთვარის სინათლე მზისგან არეკლილი სხივებია, ე.ი. ვამპირები ვერასდროს გადიან გარეთ?
● რატომ უნდა შეიძინო “ვინრარის” სრული პაკეტი, როცა საცდელი ვერსია არასდროს მთავრდება?
● თუკი თეთრკანიანი დაიბადება აფრიკაში და საცხოვრებლად აშშ-ში გადავა, მაინც აფროამერიკელი ერქმევა?
● თუკი ცხოვრება მოკლეა, ე.ი. სიკვდილი გრძელია?
● თუკი ის ხარ, რასაც ჭამ, ე.ი. კანიბალები ნორმალური ადამიანები არიან?
● ორსულ ქალთან სექსი ჯგუფურ სექსად ითვლება?
● თუკი ბაქტერიების საწინააღმდეგო საშუალება კლავს მიკრობების 99.9%-ს, ორმაგი დოზა 199.8%-ს მოკლავს?
● თუკი ფარდობითობის თეორიის მიხედვით, რაც უფრო ჩქარა დავდივარ, დრო მით უფრო ნელდება, გამოდის რომ რაც უფრო ნელა დავდივარ, დრო მით უფრო ჩქარდება?
● თუკი ოკეანის წყალი მლაშეა, რას სვამენ დელფინები?
● თუკი კიბოს კიბო დაემართება, ორმაგი კიბო იქნება თუ კიბო გაქრება?
● თუკი ქალებს სურთ, რომ კაცები პატიოსნად მოიქცნენ, რატომ ბრაზდებიან, როცა კაცები ეუბნებიან, რომ მათგან მხოლოდ სექსი სურთ?
● რასისტებმა რომ ბლექ მეტალის ჯგუფი შექმნან, საკუთარი თავები შესძულდებათ?
● წარსულში რომ გადახვიდე და იქ მყოფი შენი თავი მოკლა, თვითმკვლელობა იქნება თუ მკვლელობა?
● თუკი იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ იბრძვის, ფარული ჰომოსექსუალია, ე.ი. პოლიციელთა უმეტესობა ფარული პედოფილია?
● თუკი ტყუპი ძმები ცოლად მოიყვანენ ტყუპ დებს და ორივე წყვილს ეყოლება შვილები, ისინიც ერთნაირები იქნებიან?
● ტკივილი ქრება თუ ჩვენ ვეჩვევით ტკივილს და ამიტომ ვერ ვგრძნობთ?
● რა ხდებოდა დიდ აფეთქებამდე?
● თუკი აშშ ანტიკომუნისტური ქვეყანაა, რატომ აქვს ჩინეთის ვალი?
● თუკი წამლები ადამიანთა დასახმარებლად იქმნება, რატომ აქვთ გვერდითი ეფექტები?
● თუკი კალორიები ენერგიას გვაძლევენ, რატომ არიან მსუქნები ნაკლებად ენერგიულები?
● თუკი თვალები სულის სარკეა, რატომ აქვთ თვალები წითურებს?
● არის თუ არა უზრდელობა, თუკი სტომატოლოგის სკამზე ჯდომისას დაამთქნარებ და პირზე ხელს არ აიფარებ?
● რატომაა, რომ ერთი წიგნიდან ინფორმაციის აღება პლაგიატობაა, ხოლო ბევრიდან – კვლევა?
● თუკი მსოფლიო არსებობას ასრულებს 2012 წელს, რატომ აწერია იოგურტს ვარგისიანობის ვადა 2013 წლამდე?
● თუკი უძველესი ადამიანები აფრიკაში ბინადრობდნენ, ე.ი. ადამი და ევა ზანგები იყვნენ?
● რაც უფრო იმატებს თვითმკვლელთა რიცხვი, მით უფრო იკლებს თვითმკვლელთა რიცხვი?
● თუკი მუშაობის დასაწყებად სამუშაო გამოცდილებაა საჭირო, ეს გამოცდილება როგორ უნდა დააგროვო?
● მაზოხისტები სამოთხეში ხვდებიან თუ ჯოჯოხეთში?
● თუკი დროში მოგზაური წარსულში გადავა და თავის ახალგაზრდა ბებიასთან ექნება სექსი, საკუთარი თავის ბაბუა გახდება თუ გაქრება?
● თუკი 2011 წლის 1 იანვარს დადგა 2011 წელი ქრისტეს შობიდან, რატომ არ ემთხვევა შობა ახალ წელს?
● თუკი შიშველი გეი სარკეში ჩაიხედავს, აღეგზნება?
● თუკი ადამიანები ნებართვას იღებენ კითხვის დასასმელად, როდის იღებენ ნებართვას პირველი კითხვის დასასმელად?
● თუკი ჰარი პოტერი ჯადოქარია, რაღაში სჭირდება სათვალე?
● მელოტები თავს შამპუნით იბანენ თუ საპნით?
● თუკი 50 ცენტი კვადრატში 2500 ცენტს უდრის, რატომაა $0.50-ის კვადრატი $0.25?
● თუკი შიშველ ლამაზ გოგონასა და შიშველ გეის შორის იძინებ, რომელს უნდა შეაქციო ზურგი?
● თუკი დროის უქმად გატარება გსიამოვნებს, გამოდის, რომ უქმად სულაც არ ატარებ?
● თუკი ნიჰილისტებს არაფრის სწამთ, ნიჰილიზმის რატომ სჯერათ?
● თუკი მოქმედება სიტყვაზე ძლიერია, რატომაა კალამი ხმალზე ძლიერი?
● თუკი ქალი იტყვის, რომ ცდება, მაინც ცდება?