რა საფრთხეს შეიცავს ტრანს-ცხიმები
ეს ნივთიერებები საკვებს არც აგემრიელებს და არც სასარგებლოა, სამაგიეროდ, საგრძნობლად აიაფებს მის წარმოებას. საკვებში ტრანს-ცხიმების გამოყენება იწვევს “ცუდი ქოლესტერინის” დაგროვებას, სამაგიეროდ, საგრძნობლად აიაფებს მის წარმოებას.
ტრანს-ცხიმები ცვლიან ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ნატურალურ ცხიმებს, რაც კარგად ხელეწიფებათ არაკეთილსინდისიერ მწარმოებლებს. საკვებში ტრანს-ცხიმების გამოყენება იწვევს “ცუდი ქოლესტერინის” დაგროვებას და ნეგატიურ ცვლილებებს სისხლში. ყოველივე ეს კი ზრდის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების რისკს, იწვევს გაცხიმოვნებას, ნივთიერებათა ცვლის მოშლას (კერძოდ, შაქრიანი დიაბეტის განვითარებას), რეპროდუქციული სფეროს დარღვევებს, განსაკუთრებით მამაკაცებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ცივილურ ქვეყანაში კანონი ავალდებულებს მწარმოებელს, გააფრთხილოს მომხმარებელი საკვებ პროდუქტებში ტრანს-ცხიმების შემცველობაზე, ვალდებულებას ყოველთვის არც იქ იცავენ. საქართველოში კი ამ კუთხით სრულიად დაუცველები ვართ!
ცნობისთვის, ტრანსცხიმები შედის ნაღების კარაქის შედარებით იაფფასიან შემცვლელებში, მარგარინსა და საკონდიტრო ცხიმებში. ისინი მცენარეული წარმოშობის ცხიმებია, რომელთაც ქიმიური რეაქციის შედეგად მოლეკულის სტრუქტურა შეეცვალათ.