ცნობილი გახდა Xbox Series X-ისთვის განკუთვნილი ცამეტი თამაში
Xbox-ის ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა შემდეგი შეტყობინება: „ყოველი თამაში, რომელსაც ხვალ Inside Xbox-ზე იხილავთ, ოპტიმიზირებული იქნება Xbox Series X-ისთვის. სპოილერები – თქვენ ხშირად დაინახავთ ამ ნიშანს“.
მაშ ასე, ცნობილია ჩამონათვალიდან პირველი ცამეტი თამაში:
- Assassin’s Creed Valhalla (Ubisoft)
- Bright Memory Infinite (FYQD-Studio)
- Call of the Sea (Out of the Blue)
- Chorus (Deep Silver Fishlabs)
- DiRT 5 (Codemasters)
- Madden NFL 21 (EA Tiburon)
- Scarlet Nexus (Bandai Namco Entertainment)
- Scorn (Ebb Software)
- Second Extinction (Systemic Reaction)
- The Ascent (Neon Giant)
- The Medium (Bloober Team)
- Vampire: The Masquerade – Bloodlines 2 (Hardsuit Labs)
- Yakuza: Like a Dragon (Ryu Ga Gotoku Studio)
წარმოდგენილი ლოგოტიპი, რომელიც კიდევ უამრავ გაუხმაურებელ პროექტში ფიგურირებს, იმაზე მიგვითითებს, რომ დეველოპერებმა განახორციელეს აუცილებელი ოპტიმიზაცია თამაშების სიჩქარის გაუმჯობესებისთვის კონსოლის მაქსიმალურ სიმძლავრემდე, რაც 12 TFLOPS-ს შეადგენს. ოპტიმიზაციაში მოიაზრება 4K ფორმატის მხარდაჭერა, 120 კადრამდე სიჩქარე, აპარატული რეითრეისინგი და სწრაფი NVMe ჩატვირთვა. ამჟამად სტუდიების კოლოსალური რაოდენობაა ჩართული სამომავლო Title-ებზე მუშაობაში, რომლებმაც Microsoft-ის ჩანაფიქრის მიხედვით კარგად უნდა გაყიდოს Series X გამოშვებისთანავე. ახალი კონსოლის გამოსვლა დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლოსკენ, არსებული ცნობებით XBSX სერიოზულ კონკურენციას გაუწევს PS5ს.