„როცა ქოსპლეებზე დავდივარ, უფრო და უფრო მეტი ადამიანი მხვდება მარველის თავიანთი საყვარელი გმირის კოსტუმებში“ – ამბობს მარველის მარკეტინგისა და გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი დევიდ გებრიელი. „სახლში დამზადებული და ხელით გაკეთებული ეს კოსტუმები იმდენად ზუსტია, რომ პირდაპირ კომიქსის გვერდებიდან გადმოტანილი გეგონება. ეს ინიციატივა საშუალებას მოგვცემს, წავახალისოთ ის საზოგადოება, რომელიც ჩვენ მხარს გვიჭერს“.
ავტორი: გიორგი ნაკაშიძე