Ethereum-ის დეველოპერებმა დააანონსეს „უფასო“ ტრანზაქციები და ქსელის ამჟამინდელი ვერსიის მასშტაბირება
DeFi-პროტოკოლ Syntetix-ისა და აპლიკაციების (Dapps) პლატფორმა Biconomy-ის დეველოპერებმა წარადგინეს მასშტაბირებისა და ოპტიმიზაციის ბეტა-ვერსია ETH 2.0-ის გაშვებამდე.
შეგახსნებთ, რომ ანტრეპრენერ ჯანსტინ დრეიკს შემოთავაზება ჰქონდა – ამოქმედებულიყო Ethereum-ის ეკოსისტემის გადასვლა 2.0 სტადიაში ქსელის შექმნის თარიღზე – 30 ივნისს. სრული ამოქმედება განხორციელდება ექვს ეტაპად, თითოეული მათგანი მრავალრიცხოვან ცვლილებასთანაა დაკავშირებული.
მოსალოდნელია, რომ მთავარი Ethereum 2.0 ქსელის ნულოვან ფაზაში გადაიხედება ღირებულება, მომხმარებლების სინქრონიზაცია და საკომისიოს ცვლილებების პრინციპები. Proof-of-Stake-ზე გადასვლა გაზრდის ქსელის სიჩქარეს.
DeFi-პროტოკოლ Syntetix-ის დეველოპერებმა შემოგვთავაზეს მასშტაბირებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ოფცია, რომლის რეალიზება ამჟამად უკვე შესაძლებელია. მათ გააერთიანეს კოლეგების ძალისხმევა Optimism-იდან, რომლებიც მეორე დონის გადაწყვეტილებაზე მუშაობენ.
მათი მუშაობის ნაყოფია Synthetix Exchange, რომელიც ამოქმედდა ვირტუალურ მანქანა Optimism-ზე. იგი საშუალებას იძლევა შემცირდეს ფასის განახლების შეფერხება თითქმის 38-ჯერ და თავად ოპერაციის სიჩქარის შეფერხება 75-ჯერ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანზაქციის ღირებულებას.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ETH 2.0 გადავადდება, ETH 1-ს მაინც ბევრი უპირატესობა აქვს. Ethereum-ს ამჟამინდელი მდგომარეობით აქვს მასშტაბირების ზრდის პოტენციალი Proof-of-Stake-ზე გადასვლამდე“ – დარწმუნებულია Syntetix-ის დამფუძნებელი კევინ უორიკი.
მისი შეფასებით Synthetix Exchange-ს შეუძლია წამში რამდენიმე ათასი ტრანზაქციის უზრუნველყოფა, რაც წინა შედეგზე ბევრად მეტია.
Biconomy-ს დეველოპერებმა აამოქმედეს დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან მუშაობის ინფრასტრუქტურის ბეტა-ვერსია. პლატფორმა განკუთვნილია DApp პროტოკოლებთან თანაქმედების გამარტივებისთვის, მისი ფართოდ დანერგვის ბარიერების აღმოფხვრისა და მომხმარებლებთან მუშაობის შემსუბუქებისთვის.
Dapps-ის მომხმარებლები, რომლებიც ახდენენ Biconomy-ის ინტეგრაციას, მასზე წვდომას მიიღებენ ჩვეულებრივი ინტერფეისით მომხმარებლის სახელითა და პაროლით სმარტ-კონტრაქტების ტექნიკური ურთიერთქმედების აუცილებლობისა და მოსაკრებლის გარეშე.
ანტრეპრენერები მიიჩნევენ, რომ მაღალი საკომისიო და მოუხერხებელი სამომხმარებლო ინტერფეისი ხელს უშლის ინოვაციებს.
მიმდინარე ეტაპზე კომპანიების პარტნიორები გახდნენ Matic Network, Torus, Daostack, Sapien Network, Dapp Pocket, Zefi, Alathea, Frontier Wallet, Fortmatic და Idle Finance.
DeFi-ს მზარდი პოპულარობისა და ETH 2.0-ის დანერგვის ფონზე Ethereum-ის აქტიური მომხმარებლების რიცხვი წლის დასაწყისიდან გაორმაგდა.
ბოლო პერიოდში დაჩქარდა უნიკალური ETH-მისამართების შექმნა. ამავდროულად, ყოველდღიური ზრდის ტემპმა მოიმატა 50 ათასიდან 100 ათასამდე მიმდინარე წლის პირველ თვეებში. უნიკალური მისამართების საერთო რაოდენობა ამჟამად 96 მილიონს აღემატება.
შეგახსენებთ, რომ კრიპტო ქომიუნითის წარმომადგენლები გარდაუვლად მიიჩნევენ ბაზრის აღმავლობასა და დეცენტრალიზებული ფინანსების სამომავლო ტრანსფორმაციას Ethereum-ის 2.0 ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობის გათვალისწინებით.