ახალი ამბებისმარტფონები

გახმაურდა ახალი iPhone 12-ის ფასები

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ iPhone 12-ის გამოშვება გადაიდო, თუმცა ინტერნეტ-წყაროები აგრძელებენ საზოგადოების დაინტრიგებას Apple-ის ახალი სმარტფონების შესახებ ინფორმაციებით. ინსაიდერ Jon Prosser-ის ინფორმაციით, რომელმაც ახალი iPhone SE-ს გამოსვლის ზუსტი თარიღი დაასახელა, ცნობილი ხდება, რომ iPhone 12-ის ფასები ამჟამად არსებული თაობის მოდელების ფასის დონის იქნება. 

წყარო გვაცნობებს, რომ ჯამში გაძვირდება მხოლოდ საბაზისო მოდელი iPhone 12. იგი ჩაანაცვლებს ამჟამად არსებულ 6.1-დუიმიან iPhone 11-ს, რომელიც ღირს 699 აშშ დოლარი. iPhone 12-ის მიახლოებითი ფასი კი იქნება 749 აშშ დოალრი. 

image.png

ცნობილია, რომ ასევე გამოვა კომპაქტური 5.4-დუიმიანი iPhone 12 მოდელი ორი უკანა კამერით. Prosser-ის ინფორმაციით მისი ფასი 649 აშშ დოლარი იქნება. ინფორმატორი მიგვითითებს, რომ სამომავლო iPhone-ების შესახებ ცნობები მან მიიღო იმავე წყაროსგან, რომელმაც აცნობა  iPhone SE-ს ანონსის თარიღი. 

მოდელი iPhone 12 Pro, რომელსაც სამი ძირითადი კამერა ექნება და შერეული რეალობის გაუმჯობესებული ფუნქცია, ფასდება 999 აშშ დოლარად. 

უფროსი ვერსია iPhone Pro Max წარმოდგენილი იქნება უფრო დიდი ეკრანით და გაიყიდება 1099 აშშ დოლარად. 

ყველა სმარტფონი აგებული იქნება ახალ მობილურ პროცესორ Apple A14 Bionic-ზე, ექნებათ OLED-ეკრანები და 5G უსადენო კავშირის ტექნოლოგიის მხარდაჭერა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button