ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bloomberg: Bitcoin-ი დიდი აღმასვლისთვის ემზადება

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა გამომცემლობა Bloomberg-მა წარადგინა ანგარიში Bitcoin-ის ეკოსისტემის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმად ჩანს, რომ პირველ კრიპტოვალუტას 2017 წლის მდგომარეობის შემდეგ დიდი აღმავლობა ელის.

ანგარიშის ავტორების აზრით საფონდო ბირჟებზე მიმდინარე ვარდნა დროებით აისახება Bitcoin-ზე. საბოლოო ჯამში კი შედეგი იმ მოვლენის მსგავსი იქნება, რაც დაფიქსირდა ოქროსთან მიმართებაში 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ.

2009 წელს შექმნილი კრიპტოვალუტა ჯერ კიდევ ითვლება მაღალი რისკის მატარებელ და არასტაბილურ აქტივად, თუმცა სხვა საბაზრო ინსტრუმენტებთან შედარებით მიმდინარე წელს კარგ შედეგებს აფიქსირებს. 

2020 წელს, როდესაც მსოფლიო COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მოიცვა, ხელისუფლება კი ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით უზარმაზარი რაოდენობის ქაღალდის ფულს ბეჭდავს, Bitcoin-ს ელის გადამწყვეტი გამოცდა – იქცეს ოქროს მსგავს კვაზი-ვალუტად. მკვლევარების აზრით იგი ამ პროცესს წარმატებით გაუმკლავდება. 

„Bitcoin-ი და ოქრო სხვებზე მეტად მოიგებენ უპრეცედენტო მონეტარული სტიმულისგან, რომელიც თან ახლავს საფონდო ბირჟების კრახს“ – ნათქვამია ანგარიშში. 

Bitcoin-ფიუჩერსების გამოჩენამ 2017 წლის ხარული აღმასვლა შეამცირა, თუმცა ღია პოზიციების მოცულობის ზრდა, კლებადი არასტაბილურობა და შედარებითი დინამიკა, რომელიც საფონდო ბირჟების ვარდნის ფონზე შეინიშნება, იმაზე მიგვითითებს, რომ Bitcoin-ი შედის სიმწიფის ეტაპში და ხდება ოქროს ციფრული ვერსია და არა აქტივი სპეკულაციებისთვის. 

ანგარიშის ავტორები ელიან, რომ Bitcoin-ის არასტაბილურობის დონე დაიწევს და ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შენიშვნა: ისტორიულად, არასტაბილურობის ყველაზე დაბალი დონე, რომელიც დაფიქსირდა 2015 წლის ოქტომბერში, წინ უძღოდა ხარული აღმავლობის დასაწყისს, რომლის კულმინაციისას კრიპტოვალუტის ფასმა მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს 2017 წლის დეკემბერში. 

image.png

Bitcoin-ის ფასი მკვეთრად გაიზარდა 7,750 დოლარამდე, რამაც 13 მარტის მინიმუმის 100%-იანი ზრდა შეადგინა. ამ ზრდას წინ უძღოდა ქსელის აქტივობის ზრდა, რაც შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ბაზარზე ახალი ინვესტორები შემოდიან. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button