40 ყველაზე შთამბეჭდავი ფოტო ბოლო 100 წლის მანძილზე.
კოლექცია გვანახებს უკანასკნელი 100 წლის მანძილზე მომხდარ დანაკარგებს და ადამიანის სულის ტრიუმფს.
ფოტოები ყოველთვის ტოვებს წარუშლელ კვალს თითოეული ადამიანის სულზე. ბევრმა ფოტოგრაფმა მიაღწია იმას, რისთვისაც კინემატოგრაფისტებს ჯერ არ მიუღწევიათ. ეს ისაა რამაც შეძრა ადამიანების სულები, გადააბრუნა მსოფლიო, ისინი გვაიძულებენ ვიგრძნოთ, გავიღიმოთ, გვეტკინოს იმ სამყაროს გამო, რომელშიც ვცხოვრობთ.
სამი და, დროის სამი მონაკვეთი.
ორი ლეგენდარული კაპიტანი, პელე და ბობი მური ცვლიან მაისურებს, ურთიერთპატივისცემის ნიშნად. მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. 1970 წ.
რვა წლის კრისტიანი იღებს დროშას მამამისის ხსოვნისთვის, რომელიც მაშინ მოკლეს ერაყში, როცა სახლში დაბრუნებას რამდენიმე კვირა ეკლო.
ვეტერანი ტანკ ტ34-85 ის გვერდით, რომელზეც ის ომობდა მსოფლიო ომში.
რუმინელი ბავშვი აძლევს საჰაერო ბუშტს პოლიციელს, ბუქარესტში გამართული საპროტესტო აქციის დროს.
პოლიციის კაპიტანი რეი ლიუისი დააპატიმრეს იმის გამო, რომ იგი იღებდა მონაწილეობას საპროტესტო აქციებში ვოლ სთრითზე 2011 წელს
ბერი მოხუცი კაცის გვერდით, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა მატარებლის მოლოდინში. ჩინეთი
ძაღლი სახელად „ლეაო,“ 2 დღის განმავლობაში იჯდა თავისი პატრონის საფლავზე, რომელიც საშინელი მეწყერის შედეგად გარდაიცვალა. რიო დე ჟანეირო 2011 წლის 15 იანვარი
აფროამერიკელი სპორტსმენები ტომი სმიტი და ჯონ კარსოლი დგანან შეკრული მუშტებით მაღლა, სოლიდარობის ნიშნად, ოლიმპიური თამაშები 1968 წ.
ებრაელი პატიმრები განთავისუფლებისას, 1945 წ/
პრეზიდენტ ჯონ კენედის დაკრძალვის დღე 1963 წლის 25 ნოემბერი იყო ასევე ჯონ კენედი უმცროსის დაბადების დღე.
ქრიატიანები მუსლუმანებს იცავენ ლოცვისას. ეგვიპტე 2011 წელი
ადამიანი ჩრდილოეთ კორეიდან (მარჯვნივ) ავტობუსიდან ხელს უქნევს ადამიანს რომელიც ტირის და არის სამხრეთ კორეიდან. ოჯახური შეხვედრის შემდეგ, რომელიც შედგა კუმგანგის მთასთან 2010 წლის 31 ოქტომბერს. ისინი დააშორა 1950-53 წლების ომმა.
ძაღლი ხვდება თავის პატრონს იაპონიის ცუნამის შემდეგ. 2011 წელი.
„დამელოდე მამა“ ფოტო ბრიტანული კოლუმბიის პოლკის მარშის დროს არის გადაღებული. 5 წლის უორნი ბერნანდი გაექცა დედას მამისკენ. რიგით ჯეკ ბერნანდისკენ ყვირილით „დამელოდე მამა“ ფოტომ დიდი პოპულარობა მოიპოვა. გამოქვეყნებული იყო ჟურნალ „life” -ში. ეკიდა ყველა სკოლაში ომის დროს ბრიტანეთის კოლუმბიაში და ასევე გამოიყენებოდა სამხედრო ობლიგაციებში.
მღვდელი ლუის პადილო და სნაიპერის მიერ დაჭრილი ჯარისკაცი ვენესუელაში აჯანყების დროს.
ავსტრალიელი სკოტ ჯონსი კოცნის თავის კანადელ შეყვარებულს ალექს ტომასს. კანადელები აჯანყდნენ მას შემდეგ, როცა ვანკუვერ კანიქსის სპორტულმა გუნდმა დაკარგა სტენლის თასი.
დედა შვილი მათი სახლის ნანგრევების გვერდით, რომელიც გაანადგურა ტორნადომ. აპრილი 2011 წელი კონკორდი, ალაბამა.
ბიჭი ათვალიერებს საოჯახო ალბომს. რომელიც სახლის ნანგრევებში იპოვა საშინელი მიწისძვრის შემდეგ. სიჩუანში.
76 წლის ფილის სიგალი და 84 წლის კონი კოპელოვი. პირველი ერთსქესიანი წყვილი, რომელიც დაქორწინდა მანჰეტენზე.
4თვის გოგონა ცუნამის შემდეგ იაპონიაში
საფრანგეთის მოქალაქეები პარიზში ნაცისტების შესვლისას, მეორე მსოფლიო ომი.
ჯარისკაცი ჰორასი გრისლი უპირისპირდება ჰაინრიხ გიმლერს ბანაკის დათვალიერებისას, რომელშიც ის იყო დაპატიმრებული. გასაკვირია, რომ გრისლიმ ბევრჯერ დატოვა ლაგერი რათა თავის გერმანელ შეყვარებულს შეხვედროდა.
მეხანძრე ასმევს წყალს კოალას, ტყეში გაჩენილი ხანძრის შემდეგ. ავსტრალია 2009 წ/
შვილმკვდარი მამა 9/11 მემორიალთან. მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გამართულ მეათე ყოველწლიური ცერემონიის დროს.
ჯაკლინ კენედი,ესწრება ლინდონ ჯონსონის ფიცის წარმოთქმას, რომელიც წარდგენილია შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობაზე. კენედის გარდაცვალებისთანავე.
5 წლის ტანიშა ბლევინს ხელი აქვს ჩკიდებული 105 წლის ნიტა ლაგარდისთვის, რომელიც გადარჩა ურაგან კატრინას დროს
გოგონა, რომელიც იმყოფება დროებით იზოლაციაში, რადიაციის გამოვლენისა და გაწმენდისათვის, უყურებს თავის ძაღლს. იაპონია 2011წ
ჟურნალისტები, იუნ ლი და ლორა ლინგი, რომლებიც იყვნენ დაპატიმრებულები ჩრდილოეთ კორეაში და 12 წლიანი მძიმე შრომა ქონდათ მისჯილი, დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს, აშშ – ს წარმატებული დიპლომატიური ჩარევის შედეგად.
ერაყიდან დაბრუნებული დედა ხვდება თავის შვილს.
ახალგაზრდა ჯეინ როუზ კესმირი ყვავილით, პენტაგონში, ვიეტნამის ომის წინააღმდეგ გამართული პროტესტის დროს 1967 წ.
უცნობი მეამბოხის საკულტო ფოტო, რომელიც იდგა ჩინური ტანკების წინ. ტიანანმენი , 1989 წ.
ცოტა ხნის წინ ნაპოვნი ფოტო, რომელიც აჩვენებს პროტესტის ახალ კუთხეს. შორიდან. ადამიანი ხეებს შორის მარცხნივ.
ჰაროლდ ვიტლსმა ცხოვრებაში პირველად გაიგონა. ექიმმა მას სმენის აპარატი ჩაუსვა.
ჰელენ ფიშერი კოცნის კატაფალკას, რომლითაც გადაყავთ მისი 20 წლის ბიძაშვილის რიგითი დუგლას ჰოლიდეის ცხედარი.
აშშ – ს არმიის ჯარისკაცები გადადიან ხმელეთზე „დ“ დღის დროს. ნორმანდია, 1944 წლის 6 ივნისი.
საბჭოთა კავშრის მიერ გათავისუფლებული მეორე მსოფლიო ომის დროს დაპატიმრებული ადამიანი ხვდება თავის ქალიშვილს. გოგონა პირველად ხედავს მამას.
სუდანის სახალხო გამათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცი, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი აღლუმის რეპეტიციაზე,
გრეკ კუკი ეხუტება თავის დაკარგულ ძაღლს, რომელიც იპოვა. ალაბამა, ტორნადოს შემდეგ. მარტი 2012 წ.
ფოტო გადაღებულია ასტრონავტ უილიამ ანდერსონის მიერ მისია „აპოლონ – 8“ -ის დროს. 1968 წ.