ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Chainalysis: კორონავირუსმა ნეგატიური გავლენა მოახდინა დარქნეტ-ბაზრებზეც

გლობალური პანიკის ფონზე Bitcoin-ის ფასის მკვეთრმა ვარდნამ აქტივობა შეამცირა დარქნეტ-ბაზრებზეც. ამის შესახებ ნათქვამია ანალიტიკურ სტარტაპ Chainalysis-ის ანგარიშში. 

მკვლევარების დაკვირვებით, BTC-ის ფასის ვარდნა სხვადასხვა ფორმით აისახა ბაზრის სხვადასხვა სეგმენტზე, მათ შორის სავაჭრო სერვისებსა და აზარტულ თამაშებზე. 

სავაჭრო სერვისები საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა ფასების ცვალებადობის მიმართ. ანალიტიკოსების თქმით ამ სეგმენტში შესყიდვების მოცულობა არ შემცირებულა ისე საგრძნობლად, როგორც მოსალოდნელი იყო. 

გრაფიკზე: Bitcoin-ის ფასის კორელაცია darknet-ბაზრებზე ოპერაციების მთლიან მოცულობასთან, ასევე ვაჭრობისა და აზარტული თამაშების ჭრილში 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის მარტამდე. 

კომპანიაში აღნიშნეს, რომ Bitcoin-ის ფასსა და სავაჭრო სერვისების გამოყენების აქტივობას შორის კორელაცია თითქმის 50%-ით შემცირდა კორონავირუსის აფეთქების დროს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეს დაკავშირებულია პანდემიის გამო ბევრი ადგილობრივი კომპანიის დახურვასთან, აგრეთვე მომხმარებლების სწრაფვასთან – მოახდინონ ბანკნოტების გამოყენების მინიმიზება. აგრეთვე შესაძლებელია, რომ ამ სექტორში სტაბილურობა მიღწეულ იქნა ვებ-ჰოსტინგის მსგავსი სერვისების პოპულარობით, რომლებიც რეგულარულ ანგარიშსწორებას სთავაზობენ მომხმარებლებს. 

„აზარტული თამაშების სფეროში კრიპტოვალუტების მიმოქცევა საგრძნობლად შემცირდა. ასევე შეინიშნება მნიშვნელოვანი კორელაცია Bitcoin-ის ფასთან“ – აცხადებენ ანალიტიკოსები. 

ჯამში, დარქნეტ-ბაზრებსა და Bitcoin-ის ფასს შორის კორელაციამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამ მაჩვენებლების თითქმის სინქრონული ვარდნის მიზეზები შესაძლოა იყოს აკრძალული ნივთიერებების მიწოდებისას ლოჯისტიკური სირთულეები და დარქნეტ-მოვაჭრეების შიში, რომ მათ მიერ საფასურად მიღებული კრიპტოვალუტა მომავალში შესაძლოა გაუფასურდეს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button