მუსიკასაკითხავი

ვახტანგ კახიძე & Aries – ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები (2009)

ethno-jazz, jazz-folk

ტრეკლისტი:

  1. მანა / Mana (5:35)
  2. რასტი / Rasti (5:16)
  3. მგზავრული / Voyage Song (7:22)
  4. ელეგია / Elegy (6:24)
  5. მოხევური / Mountain Song (6:36)
  6. მენატრები / I Miss You (8:30)
  7. გადაკვეთის წერტილი / Cross-Point (6:13)
  8. ლეკური / Georgian Dance (6:23)
  9. ვალსი / Waltz (5:51)
  10. მუხამბაზი / Mukhambazi (5:23)
  11. გაფრინდი შავო მერცხალო / Fly Away Black Swallow (9:18)
  12. 3 + 1 (3:55)

შემადგენლობა:

  • ვახტანგ კახიძე – კომპოზიცია, ფორტეპიანო, ვოკალი
  • თამაზ ყურაშვილი – ბასი
  • გიორგი სალაღიშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტები
  • დავით ჯაფარიძე – პერკუსია
  • ნატო მეტონიძე – ვოკალი
  • ალისა ჩაბიჩაძე – ვოკალი
  • სოფიო ბერაძე – ვოკალი
  • დ. შარიქაძე – დუდუკი (?), ჰობოი (?)
  • თამაზ მამალაძე – ჭიბონი
  • დ. ქავთარაძე – ფანდური (?)
  • თამაზ ჭიკაძე – სალამური, ფანდური
  • ზურაბ შავაძე – დასარტყამი ინსტრუმენტები

ვახტანგ კახიძის შემოქმედებას, კლასიკურ საკომპოზიტორო და სადირიჟორო მოღვაწეობასთან ერთად, ერთი სხვა წახნაგიც აქვს: ის დროდადრო გამოდის თავის პიანისტ / კომპოზიტორის რანგში თავის ეთნო-ჯაზ პროექტ Aries-თან ერთად. ჯაზით დაინტერესება მას მამამისისგან გამოჰყვა; ჯანსუღ კახიძეც, ქართულ ფოლკლორსა და კლასიკურ მუსიკაში უდიდესი წვლილის შეტანის გარდა, დროდადრო ცდილობდა ამ ორი ჟანრის საერთაშორისო ჯაზთან ინტეგრაციას. სამწუხაროდ, ჯანსუღის ჯაზ-ექსპერიმენტები აქაიქაა გაბნეული; მისმა შვილმა კი მოახერხა და პატარა ტირაჟით გამოსცა თავისი ეთნო-ჯაზ (ან როგორც თვითონ ეძახის, ჯაზ-ფოლკ) კომპოზიციების კრებული.

მიუხედავად მოწვეული მუსიკოსების სიმრავლისა, პროექტს არ ეტყობა ამბიციურობა. დისკს ძალიან მარტივი, აღწერითი სახელი ჰქვია, გამოცემულია ართუისე მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე. ალბომი კი როგორც ეტყობა, ერთბაშად, ცოცხლად და მთლიანად აკუსტიკურადაა ჩაწერილი.

შედეგად, ალბომში არ შეიმჩნევა დიდი ჟღერადობრივი კონტრასტი და ენერგია, მაგრამ ამას დინამიკური ფორტეპიანო და ქართული ფოლკლორის ძალიან წვრილ ნიუანსებამდე დამუშავება და სხვადასხვა მიმდინარეობებთან სინთეზი აკომპენსირებს. ქართული ფოლკლორის გვერდით აქ შეხვდებით ლათინურ ჯაზს, მუღამს, სომხურ დუდუკს და ზოგჯერ უცნაურად მოდიფიცირებულ swing ელემენტებსაც. ამისთვის, შემადგენლობაში დამატებულია მრავალი ხალხური ინსტრუმენტი (დუდუკი, ჩონგური, ზურნა, სალამური და ა.შ.) და პერკუსიაც ხალხურ გრძნობას ატარებს. რამდენიმე ნაწარმოებში კი ვახტანგ კახიძის კლასიკური ორკესტრიც მონაწილეობს.

მოკლედ, ალბომი კომფორტული სინთეზია ქართულის და უცხოურის, აქაურის და იქაურის. (მაგალითად, „გაფრინდი შავო მერცხალო“ რიტმულად Smoke On The Water-ის ბას-რიფს ეფუძნება). ასეთი ტიპის აკუსტიკური ჯაზი მკაცრად ხასიათის მუსიკაა – მაგრამ თუ სათანადო განწყობაზე ხართ და მსგავსი მუსიკის მოსმენა გინდათ, ეს დისკი კარგი არჩევანია. შეფასება: 7,5 / 10.

————————————————————————————————————

Besides the classical composition and orchestra directorship, Vakhtang Kakhidze’s creative work has one more face: he is the leader and keyboard player of ethno-jazz project Aries. He inherited the interest in jazz from his father; Jansug Kakhidze, during his immense contributions to Georgian folk and classical music, has from time to time tried to integrate these two genres with international jazz aesthetics. But whereas Jansug’s jazz experiments have been scattered here and there, his son was able to release (in small number of copies, but still) a compilation of his own ethno-jazz (or as he calls it, jazz-folk) compositions.

Despite the impressive cast of performers, the project doesn’t feel ambitious. Album has the simplest descriptive name, and its polygraphy level could be much better. It seems that the whole album is recorded live in one go, with acoustic instruments only.

As a result, there’s not much energy or sound contrast to be found, but this is compensated by dynamic piano play and very nuanced synthesis of Georgian folk music with other musical genres. You will meet Latin jazz, mugham, Armenian duduk and even modified American swing elements next to Georgian folklore. For this reason, a plenty of folk instruments are added to the line-up (chonguri, duduk, whistle, zurna) and percussion also feels folksy. On some numbers Kakhidze and band are helped by the classical orchestra.

To put it short, this album is a comfortable synthesis of Georgian and foreign, local and international (for example, “Gaprindi Shavo Mertskhalo” [11] is based on the Smoke On The Water (!) bass line). This kind of acoustic jazz is strictly mood music. But if you feel accordingly and would like to put on something alike, this disc is the choice quite right. Rating: 7,5 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Vakhtang Kakhidze & Aries – Jazz-Folk Compositions (2009)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button