ფოტო გადაღებულია 1951 წლის 14 მარტს, ალბერტ აინშტაინის 72-ე დაბადების დღეზე. ფოტოგრაფმა არტურ სასმა გააფრთხილა მეცნიერი, რომ გაღიმებულიყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს უკვე ბევრჯერ გაეკეთებინა, გენიოსმა გადაწყვიტა, გახუმრებოდა და ენა გამოუყო. მალევე ეს ფოტო იქცა აინშტაინის ყველაზე პოპულარულ ფოტოდ. 2009 წლის 19 ივნისს სურათი აუქციონზე $74,324-ად გაიყიდა.
Related Articles
Check Also
Close