ახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიინტერნეტი / სოც მედია

YouTube-მა დაიწყო კრიპტოვალუტების თემატიკაზე არსებული „სენსაციური“ ტრანსლაციების დაბლოკვა

ვიდეობლოგერები Ivan on Tech, Chico Crypto და CryptoWendyO დაბლოკა YouTube-ის ადმინისტრაციამ Bitcoin-ის შესახებ მორიგი ვიდეორგოლის პუბლიკაციის შემდეგ. თანაც ზოგიერთმა მათგანმა „სტრაიკი“ მიიღო პირდაპირი ტრანსლაციის დროს.

„ჩვენმა არხმა მუშაობა შეწყვიტა როგორც კი პირდაპირი ეთერი დაიწყო. ეს უაზრობაა, ამ ვიდეოში არაფერი იყო საშიში ან საზიანო“ – დაწერა Ivan on Tech-მა, რომელსაც 215 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ Ivan on Tech-მა სტრაიკი მიიღო შენიშვნით – „სახიფათო და მავნე კონტენტი“ ვიდეოზე: BITCOIN GOING VERTICAL!!! Halving IMPORTANT UPDATE. მეორე პირმა, CryptoWendyO-მ კი, რომელსაც 5.5 ათასი გამომწერი ჰყავს, შენიშვნა მიიღო ვიდეორგოლისთვის – BITCOIN MASSIVE DROP INCOMING – TAKE PROFIT.

აქედან გამომდინარე, ზოგიერთმა მომხმარებელმა ივარაუდა, რომ ვიდეოჰოსტინგის ადმინისტრაცია შესაძლოა დაიბნა სენსაციური სათაურებით.

ამასთან, Wave Tech-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ Ivan on Tech თავის არხზე არეკლამებს საეჭვო რეპუტაციის მქონე სავაჭრო პლატფორმებს და ბლოგერის დაბლოკვისკენ მოუწოდა:

„მივმართავ YouTube-ის გუნდს, განაგრძეთ Ivan On Tech-ის ბლოკირება. BITCOIN GOING VERTICAL – ეს უკიდურესად უპასუხისმგებლო განაცხადია. მისმა მოწოდებებმა – გადავიდნენ ზოგიერთი კრიპტობირჟის ბმულებზე – შესაძლოა ზიანი მიაყენოს მომხმარებლებსა და კრიპტოინდუსტრიას“.

ვიდეოჰოსტინგის ადმინისტრაციას აღნიშნულ შემთხვევაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ბლოგერების ვიდეოები კვლავ დაბლოკილია.

2019 წლის დეკემბერში „მოდერაციის გარკვეული შეცდომების“ გამო YouTube-მა კრიპტო თემატიკის ასობით ვიდეო დაბლოკა. მრავალრიცხოვანი მომხმარებლის პრეტენზიების შემდეგ ჰოსტინგმა აღადგინა წვდომა კონტენტზე და განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებთან მიმართებაში სერვისის გამოყენებასთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ შესულა ძალაში.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button