National Geographicბუნება & სამყაროსურათები

ჩილეში ამოფრქვეული პუიეუს ვულკანი (National Geographic-ის ფოტოები)

შაბათ დილას ავისმომასწავებელი მიწისძვრების სერიის შემდეგ ჩილეში ვულკანი ამოიფრქვა, რის გამოც 3500 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ცა ფერფლით დაიფარა საკმაოდ დიდ მანძილზე, არგენტინის ქალაქებშიც კი, რომლებიც ასობით კმ-ით არიან დაშორებულნი შემთხვევის ადგილს.

სურათი, რომელიც ერთი წუთის განმავლობაში გადაღებული ფოტოების ნაკრებია, გაელვებებს ისე წარმოაჩენს, თითქოს ერთად მომხდარიყოს, ხოლო ვარსკვლავებს (მარცხნივ) ზოლებად გარდაქმნის. მარჯვნივ გაელვება ანათებს ახლომდებარე ღრუბლებს.


კვირა დღეს ვულკანისგან ამოფრქვეული ფერფლისა და მტვრის სვეტი დაახლოებით 10 კმ-ზეა აღმართული. ორშაბათს, როგორც იუწყებიან, ვულკანის მოქმედება შესუსტდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხემ ჩაიარა: მომწამლავი აირების ნაკადი ახლომდებარე ხეობისკენ მიემართება, რის გამოც ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო.


ზოგიერთმა მაცხოვრებელმა უარი თქვა ევაკუაციაზე ცოცხალი ინვენტარის დატოვების შიშის გამო. შაბათსა და კვირა დილას აღმოსავლეთის ქარებმა ფერფლი მიმოფანტა არგენტინის გზატკეცილებზე, სათხილამურო კურორტები ნაცრისფერი ფენით დაფარა. რეგიონში სკოლები და აეროპორტები დროებით დაიხურა.


კვირა დღეს არგენტინელ მუშებს ბულდოზერებით გააქვთ ქუჩებში მიმოფანტული ვულკანის ფერფლი. საკურორტო ქალაქმა ტურისტული მიმოსვლა შეწყვიტა. კვირას ცვალებადმა ქარმა კიდევ უფრო მეტი ფერფლი მიმოფანტა. ლაგო რანჩოს მერის, სანტიაგო როხასის თქმით, სიტუაცია საკმაოდ რთულია. ქალაქში ფერფლის წვიმა მოდის, რაც საფრთხეს უქმნის რიგით მოსახლეობას და წვრილ მესაკუთრეებს ფერმერულ საქმიანობაში.


ელვა გრუხუნებს 1 მილის სიმაღლის ფერფლის სვეტთან. წყლის წვეთები, ყინული და შესაძლოა სეტყვაც, ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ და იწვევენ ელექტრულ განმუხტვებს.


ელვის მიერ განათებული და დამუხტული ფერფლისა და აირის მბრუნავი სვეტი ზევით მიემართება. სეისმოლოგ სტივ მაკნატის თქმით, ვულკანური ელვის სამი სახეობა არსებობს. დიდი და ეფექტური “ბუნებრივი ფეიერვერკი” ზოგჯერ თან ახლავს ამოფრქვევებს. არის საშუალოც, რომელიც ამოფრქვევის შემდეგ ვულკანის კრატერიდან ამოიზრდება და 3 კმ-მდე აღწევს და პატარა ელვა, რომელიც შეიძლება 1 მეტრს ვერ გაცდეს, სიცოცხლე კი რამდენიმე მილიწამს შეადგენს.


ელვის ყველა სახეობა, გამორჩეულად კი ვულკანური ელვა, მეცნიერებისთვის დღემდე ამოუხსნელი საგანი და ინტერესის სფეროა. გამომდინარე იქიდან, რომ არავის შეუძლია ახლოს მივიდეს და იქიდან დააკვირდეს მოვლენებს, გაურკვეველია, როგორ ფორმირდებიან.


ჩილეს ქალაქ ოსორნოში პოლიციელები შეიკრიბნენ და აკვირდებიან კვამლისა და ფერფლის სვეტს. ჩილეში ასობით მოქმედი ვულკანია და ის მდებარეობს “ცეცხლის რგოლის” ტერიტორიაზე – წყნარი ოკეანის საშიშ სანაპიროზე, რომელიც ვულკანების სერიითაა მდიდარი.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button