კომპიუტერული ტექნოლოგია

Razer წარმოგიდგენთ ლეპტოპს Tesla Cybertruck-ის მსგავსი დიზაინით

კომპანია Tesla-მიერ ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის დაანონსებიდან არც ისე მცირე დრო გავიდა, თუმცა ინტერნეტში მისი ფუტურისტული დიზაინის შესახებ კამათი და განხილვები არ წყდება. გამორიცხული არ არის, ეს საუბრები მანამდე გაგრძელდეს, სანამ ილონ მასკი მომდევნო მოდელს დააანონსებს. 

როგორც ჩანს, ამ პიკაპით დაინტერესდა Razer-ის გენერალური დირექტორი Min-Liang Tan-იც. მან Twitter-ის მეშვეობით Tesla-ს ხელმძღვანელ ილონ მასკს შესთავაზა პორტატული კომპიუტერის კონცეპტი, რომელიც Cybertruck-ის მსგავსი დიზაინითაა წარმოდგენილი. ლეპტოპს შესაძლოა ეწოდოს Razer Blade ან CyberBlade და შესაძლებელი იქნება მისით CyberpunkGame-ის თამაში, როდესაც გამოვა. 

image.jpeg

Tesla Cybertruck-ის ანონსის შემდეგ სინგაპურული კომპანიის ხელმძღვანელმა გამოთქვა სურვილი – ჰქონდეს Tesla-ს პიკაპი, რომელიც გაფორმებული იქნება Razer-ის საფირმო ფერებით. 

image.jpeg

Min-Liang Tan-მა მასკს აგრეთვე შესთავაზა პარტნიორობა Razer-სა და Tesla-ს შორის, რომელიც მისი აზრით ორივე კომპანიას მოუტანს სარგებელს. 

Tesla-ს ხელმღვანელს ამჟამად ამისთვის არ სცალია, რადგანაც დაიწყო სასამართლო პროცესი ბრიტანელი დაივერი Vernon Unsworth-ის სარჩელის განხილვაზე. იგი ტაილანდში წყალქვეშა გამოქვაბულიდან ბავშვების გადარჩენის წარმატებული სპეცოპერაციის მონაწილეა. მასკმა მას პედოფილი უწოდა და დამცირებული ანსვორთი ითხოვს კომპენსაციის სახით 75 ათასი აშშ დოლარის გადახდას. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button