Topთამაშები

Digital Foundry-მ დაასახელა 2019 წლის ვიზუალურად ყველაზე მიმზიდველი თამაშები

Digital Foundry-ს წარმომადგენლებმა Alex Battaglia-მ და John Linneman-მა შეაჯამეს 2019 წელი და დაასახელეს ბოლო თორმეტ თვეში გამოსული საუკეთესო გრაფიკის მქონე თამაშები. 

„საპრიზო“ ადგილების დასახელებასთან ერთად ჟურნალისტებმა ისაუბრეს ამა თუ იმ მიზეზზე, რომელთა გამოც პროექტებმა ყურადღება დაიმსახურეს: 

  • Resident Evil 2 და Devil May Cry 5 – ამ თამაშებმა ჩამონათვალში ადგილები დაიმსახურეს მომდევნო თაობის კონსოლების პოტენციალის, შესანიშნავი წარმადობისა და გამოსახულების მაღალი ხარისხის გამო; 
  • Ace Combat 7: Skies Unknown – რეიტინგში  მოხვდა ფერთა პალიტრისა და ატმოსფეროს გამო, აგრეთვე 60 კადრი/წმ და VR-რეჟიმში დეტალიზაციის წყალობით; 
  • The Touryst – უპრეცედენტო წარმადობის გამო Switch-ზე (თამაში ინარჩუნებს სტაბილურ 60 კარდი/წმ-ს დროის 99%-ში); 
  • A Plague Tale: Innocence – გრაფიკის მაღალი ხარისხის გამო (დეტალიზაცია, პერსონაჟები, განათება) თანაც იმის გათვალისწინებით, რომ თამაშის შემქმნელების გუნდი საკმაოდ პატარაა; 
  • Ion Fury – Build-ძრავზე დაბრუნების და ტექნოლოგიის ახალ დონეზე აყვანის გამო. 

ორივე გრაფიკული ენთუზიასტის პირად რეიტინგში მესამე ადგილზე იმყოფება Quake II RTX: ამ თამაშმა გულგრილი არ დატოვა არც Battaglia და Linneman-ი. 

რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა Control. ჟურნალისტებმა აღნიშნეს RayTracing-ის ეფექტური გამოყენება – მისი წყალობით გამოსახულების ხარისხი მომდევნო თაობის კონსოლების დონეზე ადის. 

„მე Control-ს ვუწოდებდი RayTracing-ის აპლიკაცია-მკვლელს. ბაზარზე არსებული არც ერთი თამაში არ ახდენს ამ ტექნოლოგიის დემონსტრირებას ისე კარგად, როგორც Control. მეტად აღფრთოვანებული დავრჩი მისით, განსაკუთრებით კი PC-ვერსიით“ – განაცხადა Battaglia-მ. 

image.jpeg

2019 წლის ვიცე-ჩემპიონი Linneman-ისთვის გახდა Gears 5 – „დაუჯერებლად ლამაზი თამაში შესანიშნავი ვრცელი ლოკაციებითა და დეტალების უზარმაზარი რაოდენობით, სტაბილური 60 კადრი/წმ. მაჩვენებლით Xbox One X-ზე“. 

Gears 5 განსაკუთრებით იგებს Unreal Engine-ის სხვა პროექტების ფონზე: Borderlands 3 ვერ დაიკვეხნის მსგავსი წარმადობითა და გაფართოებით. 

image.jpeg

2019 წლის საუკეთესო გრაფიკის მხრივ ჟურნალისტების აზრი გაიყო. Linneman-მა ხაზი გაუსვა Death Stranding-ის უპირატესობას, Battaglia-მ კი ტრიუმფატორად Metro Exodus დაასახელა. 

4A Games-ის პოსტაპოკალიპტური შუთერის ტექნოლოგიის წყალობით თამაშში ობიექტებს არ აქვთ გრაფიკული არტეფაქტები, რაც დამახასიათებელია სხვა მრავალი სტუდიის ქმნილებებისთვის. 

Metro Exodus-ის მეორე უდავო უპირატესობაა raytracing-ი. Battaglia-ს აზრით, ამ პარამეტრების გამორთვა თამაშს ვიზუალური თვალსაზრისით ერთი თაობით უკან დასწევს. 

image.jpeg

Metro Exodus-ის გრაფიკული ღირსებების უმეტესობა ხელმისაწვდომია მხოლოდ პერსონალურ კომპიუტერზე, Death Stranding კი გეიმერებს კონსოლებზეც აოცებს. Linneman-მა ექსპერიმენტალურ ექშენს უწოდა „იაპონური ესთეტიკისა და მაღალი ტექნოლოგიების იდეალური ნაზავი“. 

პირველ რიგში Linneman-ი აღაფრთოვანა პერსონაჟების დეტალიზაციამ, მეორე რიგში კი პეიზაჟებმა: ლანდშაფტის მახასიათებლებმა და შორეულმა ფონმა უმნიშვნელო ანიმაციის შემთხვევაშიც კი. 

დეკემბრის შუა პერიოდში გამართულ ცერემონია The Game Awards 2019-ზე საუკეთესო ვიზუალური შესრულებისთვის ჯილდო Control-ის ავტორებმა მიიღეს. Metro Exodus-ის შემქმნელები ჯილდოს გარეშე დარჩნენ, Death Stranding-ის ავტორებმა კი ღონისძიებიდან სამი ჯილდო წაიღეს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button