სმარტფონები

მომავალი თაობის Huawei Mate X-ს 65-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა ექნება

მიმდინარე წელს სმარტფონების ინდუსტრიაში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ზოგიერთ ქვეყანაში დაიწყო მეხუთე თაობის ქსელის კომერციული გამოყენება, რამაც განაპირობა ახალი ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე სმარტფონების გამოსვლა. გარდა ამისა, სმარტფონების მწარმოებელმა კომპანიებმა წარადგინეს პირველი დრეკადი დისპლეის მქონე მოწყობილობები, რაც მობილური ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს.

ერთ-ერთი ახალი სმარტფონი, რომელსაც აქვს დრეკადი დისპლეი და 5G ქსელის მხარდაჭერა, გახლდათ Huawei Mate X. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ მისმა „შთამომავალმა“ უკვე გაიარა აუცილებელი სერიტიფიკაცია სავარაუდოდ, მოწყობილობა კოდური დასახელებით – TAH-AN00m იქნება Huawei-ს მომდევნო, დრეკადი დისპლეის მქონე მოწყობილობა. სამწუხაროდ, ხსენებული 3C სერტიფიკაციის შედეგად სმარტფონის მახასიათებლების შესახებ არაფერია ცნობილი, გარდა დატენვის ტექნოლოგიის მხარდაჭერისა.

სერტიფიკაცია გვიჩვენებს, რომ სმარტფონს ექნება 65-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვანი წინსვლაა წინა თაობის მოდელთან შედარებით, რომელსაც 55-ვატიანი დატენვის მხარდაჭერა აქვს. აგრეთვე უკვე ცნობილია, რომ Huawei-ს მომდევნო, P40 სერიის ფლაგმანებიც 65-ვატიანი დატენვის მქონე იქნება.

მომდევნო თაობის სმარტფონი Mate X მიახლოებით 2020 წლის მესამე კვარტალში უნდა გამოვიდეს. ამ თარიღამდე კი, Huawei-ს დაგეგმილი აქვს წარადგინოს თავისი პირველი დრეკადი დისპლეის მქონე სმარტფონის შედარებით ხელმისაწვდომი ვარიანტი. ეს მოხდება მომდევნო წლის პირველ კვარტალში, მისი დემონსტრაცია დაგეგმილია ყოველწლიურ გამოფენა MWC 2020-ზე, რომელიც თებერვალში ჩატარდება.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button