სუამ-ის ქვეყნები ნერგავენ ბლოკჩეინს საბაჟო სერვისების მუშაობაში
პარასკევს, 13 დეკემბერს სუამ-ის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ქვეყნების ხელისუფალთა სამიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებასა და ვაჭრობის ბრუნვის მოცულობის გაზრდას.
კერძოდ, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ორ პროტოკოლს, რომლებიც ეხება: ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენებას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების გადამოწმების პროცესში, აგრეთვე უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის ერთობლივ აღიარებას.
„უახლოეს დროში ეს პროტოკოლები რეალიზებული იქნება. ორივე დოკუმენტი მეტად მნიშვნელოვანია საბაჟოს ეფექტური მუშაობისა და საქონლის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოპერატიულად მოხვედრისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს ვაჭრობას ჩვენს ქვეყნებს შორის“ – განაცხადა უკრანის პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გორნაჩუკმა.
ამონარიდი სუამ-ის წევრი ქვეყნების ხელისუფალთა ერთობლივი განცხადებიდან (2019 წ.) – 12 დეკემბერი, 2019 წელი, კიევი, უკრაინა
“კმაყოფილებით აღვნიშნავთ იმ წარმატებებს, რომლებიც მიღწეულ იქნა ODED-სუამის თანამშრომლობის ფარგლებში, განსაკუთრებით აღვნიშნავთ გადაზიდვებისა და ტრანზიტების სფეროში მიღწეულ გამარტივებას.
ხაზს ვუსვამთ კერძო ინიციატივისა და საწარმოს როლს ეფექტურ და მდგრად განვითარებაში, ასევე საჯარო და კერძო პარტნიორობას პროექტების რელიზაციასა და სუამ-ის ინიციატივებს ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში.
აღვნიშნავთ ინოვაციური IT-პლატფორმებისა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობას სხვადასხვა სფეროში, კერძოდ ვაჭრობასა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში. უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ტვირთის მიწოდების გამარტივება და დაჩქარება.
ვთვლით, რომ სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის წარმატებული და ეფექტური ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თანამშრომლობასა და განვითარებას რეგიონს მიღმა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ჩვენს მტკიცე ვალდებულებას – გავაძლიეროთ თანამშრომლობა ტერორიზმთან და ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლაში; ყველა ფორმით ვებრძოლოთ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულს, ეკონომიკურ დანაშაულს, ადამიანებითა და ნარკოტიკებით ვაჭრობას, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს, კიბერდანაშაულს, კონტრაბანდას.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროექტის მმართველი კომიტეტის ძალისხმევას გამარტივებული პროცედურების შესახებ, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენებით საქონლის საწარმოო, წარმოშობის სერტიფიკატების გადამოწმებას და ფუნქციონირებას.
ჩვენ ვალდებულებას ვაკისრებთ შესაბამის ორგანოს – გაადვილდეს და დაჩქარდეს სუამ-ის ციფრული სავაჭრო ცენტრის განვითარება, კომერციულ და მეწარმე სუბიექტებს მიეწოდოთ საჭირო ინფორმაცია საბაჟოზე, ვაჭრობაზე, ტრანსპორტსა და ტურიზმზე.
ჩვენ მხარს ვუჭერთ მდგრადი სატრანსპორტო ჯაჭვის, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარებას, იურიდიული ბაზის შექმნას, თანამედროვე სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა და სატრანსპორტო პროცესების დიგიტალიზაციას.”