ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Deutsche Bank: კრიპტოვალუტები მნიშვნელოვანი გარღვევის ზღვარზე იმყოფება

უახლოესი ათწლეული შესაძლოა გარღვევების პერიოდი აღმოჩნდეს კრიპტოვალუტებში, რადგანაც არსებული ფიატური სისტემა არ გამოიყურება საიმედოდ – თვლის Deutsche Bank-ის ანალიტიკოსი ჯიმ რეიდი. 

ბანკის ანალიტიკურ ანგარიშში რეიდმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოებრივი ვალუტის საიმედოობისა და გამძლეობის შესახებ ეჭვი გამოიწვევს კრიპტოვალუტების პოპულარობის ზრდას. 

„ძალები, რომლებიც აკავებდა არსებულ ფიატურ სისტემას, ამჟამად მყიფედ გამოიყურება და შესაძლოა დაემხოს 2020-იან წლებში. ეს გამოიწვევს ნეგატიურ რეაქციებს ფიატურ ფულზე და მოთხოვნა ისეთ ალტერნატიულ ვალუტაზე, როგორებიცაა ოქრო და კრიპტოვალუტა, შესაძლოა გაიზარდოს“. – განაცხადა მან. 

რეიდმა გაიხსენა უკონტროლო ინფლაცია და ოქროს ფასის ვარდნა, რაც 1970-იან წლებში მოხდა ძვირფასი ლითონის მიერ მხარდაჭერილი ფულადი სისტემის დანგრევის შემდეგ. 

ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკები გაუმკლავდნენ გლობალურ ინფლაციას. ჩინეთი გახდა მთავარი შემაკავებელი ფაქტორი ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში სამუშაო ძალის მიწოდების მნიშვნელოვანი ზრდის გამო. 

მაგრამ ეს ვითარება სრულდება, რადგანაც შრომითუნარიანი ასაკის მოსახლეობის პიკი ქვეყანამ გაიარა წინა ათწლეულში – აღნიშნა მან. 

ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ქვეყნების ხელისუფლებები დაიწყებენ სესხის ზრდას, ბიუჯეტის ხარჯის მატებასა და მონეტარული პოლიტიკის უგულვებელყოფას, რაც ხელს შეუწყობს კაპიტალისა და აქტივების მფლობელებს, მაგრამ არა შრომას. 

”როდესაც სამუშაო ძალაზე ხარჯები გაიზრდება, პოლიტიკოსებისთვის რთული პირობები დადგება. და სადაც პოლიტიკოსები შეშფოთებულნი არიან არჩევნებით, მსხვერპლი დიდი ალბათობით ინფლაცია იქნება ”- თქვა მან.  

ინფლაციის მუდმივი ზრდა გამოიწვევს სახელმწიფოებრივი ფულადი სისტემის მდგრადობის მიმართ ეჭვს და გაიზრდება მოთხოვნა ალტერნატიულ ვალუტაზე. 

„გადაურჩება თუ ვერა ფიატური ვალუტა ხელისუფლების წინაშე მდგარ პოლიტიკურ დილემას? ეს არის ათწლეულების ტრილიონობით დოლარიანი კითხვა  – განაცხადა ანალიტიკოსმა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button