ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები საკუთარ Stablecoin-ს გამოუშვებს
ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებმა განაცხადეს, რომ უშვებენ თავიანთ ციფრულ ვალუტას ბლოკჩეინ-კომპანია LIFElabs-თან პარტნიორობით.
მონეტა BVI~LIFE დაკავშირებული იქნება აშშ დოლართან 1:1-ზე შეფარდებით. მოსალოდნელია, რომ Stablecoin უზრუნველყოფს ტრანზაქციების სიჩქარის გაზრდას და შეამცირებს საკომისიოს. ციფრული ვალუტა ხელმისაწვდომი იქნება როგორც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების მაცხოვრებელთათვის, ასევე ტურისტებისთვის.
Stablecoin-ის გამოშვება წარმოადგენს უფრო ფართო ინიციატივის ნაწილს, რომელიც ეხება ადგილობრივი ფინანსური სექტორის განვითარებას.
პარალელურად, LIFElabs დაკავებულია ფონდ Rapid Cash Response-ით, რომელიც მოწოდებულია გაამარტივოს და დააჩქაროს ვირჯინიის კუნძულების მაცხოვრებლებისთვის ექსტრემალურ სიტუაციებში მატერიალური დახმარების მიღება.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ და LIFElabs-მა აპრილში გააფორმეს პარტნიორული შეთანხმება მსგავსი დახმარების მიწოდების შესახებ. სმარტფონებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია LIFEWallet-ის მეშვეობით, რომელსაც აქვს Bitcoin-ის, Ethereum-ის, ERC-20 ფორმატის ტოკენებისა და Lifelabs life-ის ციფრული აქტივების მხარდაჭერა, უბედური შემთხვევისა მფლობელები მიიღებენ ხელისუფლების მხარდაჭერას ან დამოუკიდებლად გადარიცხავენ თანხებს.