ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები საკუთარ Stablecoin-ს გამოუშვებს

ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებმა განაცხადეს, რომ უშვებენ თავიანთ ციფრულ ვალუტას ბლოკჩეინ-კომპანია LIFElabs-თან პარტნიორობით. 

მონეტა BVI~LIFE დაკავშირებული იქნება აშშ დოლართან 1:1-ზე შეფარდებით. მოსალოდნელია, რომ Stablecoin უზრუნველყოფს ტრანზაქციების სიჩქარის გაზრდას და შეამცირებს საკომისიოს. ციფრული ვალუტა ხელმისაწვდომი იქნება როგორც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების მაცხოვრებელთათვის, ასევე ტურისტებისთვის. 

Stablecoin-ის გამოშვება წარმოადგენს უფრო ფართო ინიციატივის ნაწილს, რომელიც ეხება ადგილობრივი ფინანსური სექტორის განვითარებას. 

პარალელურად, LIFElabs დაკავებულია ფონდ Rapid Cash Response-ით, რომელიც მოწოდებულია გაამარტივოს და დააჩქაროს ვირჯინიის კუნძულების მაცხოვრებლებისთვის ექსტრემალურ სიტუაციებში მატერიალური დახმარების მიღება. 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ და LIFElabs-მა აპრილში გააფორმეს პარტნიორული შეთანხმება მსგავსი დახმარების მიწოდების შესახებ. სმარტფონებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია LIFEWallet-ის მეშვეობით, რომელსაც აქვს Bitcoin-ის, Ethereum-ის, ERC-20 ფორმატის ტოკენებისა და Lifelabs life-ის ციფრული აქტივების მხარდაჭერა, უბედური შემთხვევისა მფლობელები მიიღებენ ხელისუფლების მხარდაჭერას ან დამოუკიდებლად გადარიცხავენ თანხებს.  

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close