ავტომობილიბიზნესი

Tesla Cybertruck: ელექტრო პიკაპი 39 900 აშშ დოლარიდან

Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა წარადგინა ახალი ელექტრომობილი: პიკაპი, სახელად Cybertruck, რომლის შესახებ წინასწარი ცნობები დიდი ხნის მანძილზე ვრცელდებოდა. 

მანქანას კუთხოვანი დიზაინი აქვს, ამიტომ მეტად უჩვეულოდ გამოიყურება. Cybertruck-ის საფუძველს წარმოადგენს სპეციალურად დაპროექტებული „ეგზოჩონჩხი“, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივმოქმედებას, გამძლეობასა და მგზავრების უსაფრთხოების დაცვის მაღალ დონეს. კონსტრუქციაში გამოყენებულია უჟანგავი ფოლადი. 

image.jpeg

მომხმარებლებისთვის შემოთავაზებულია პიკაპის სამი ვერსია. უმცროს, საბაზისო მოდელში გამოყენებულია მხოლოდ ერთი ელექტრო ძრავი, რომელიც განთავსებულია უკანა ღერძზე. 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის დაახლოებით 6.5 წამია საჭირო, ერთ სრულ დამუხტვაზე ელექტრო პიკაპის გავლის მარაგი კი შეადგენს 400 კილომეტრს. ელექტრომობილს შეუძლია ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტით გადაიტანოს 3.4 ტონამდე ტვირთი. პიკაპის ფასი 39 900 აშშ დოლარია. 

image.jpeg

ერთი საფეხურით მაღლა მდგომი მოდელი გახლავთ ელექტრომობილის ვერსია ორი ძრავით. ამ პიკაპს შეუძლია 4.5 წამში 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება, გავლის მარაგი კი 480 კილომეტრზე მეტია, შეუძლია 4.5 ტონა ტვირთის გადატანა. ეს მოდელი 49 900 აშშ დოლარი ღირს. 

image.jpeg

და ბოლოს, უფროსი ვერსია სამი ელექტრო ძრავითაა წარმოდგენილი. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის მას 2,9 წამი სჭირდება, აკუმულატორი უზრუნველყოფს 800 კილომეტრამდე მანძილის გავლას ერთ დამუხტვაზე. პიკაპს შეუძლია გადააადგილოს 6.4 ტონამდე ტვირთი. ამ ვერსიის ფასი 69 900 აშშ დოლარია. 

image.jpeg
image.jpeg

სამივე მოდიფიკაციისთვის გათვალისწინებულია ადაპტირებული პნევმატური განათება. პიკაპი აღჭურვილია ავტოპილოტირების სისტემით, თუმცა სრულფასოვანი ვერსიისთვის, ე.წ. Full-Self Driving-ისთვის კიდევ 7 ათასი დოლარის გადახდა იქნება საჭირო. 

image.jpeg

სალონში, როგორც ცნობილია, კომფორტულად განთავსდება ექვსი ადამიანი. ბორტის საინფორმაციო-გასართობი ცენტრი წარმოდგენილია დიდი, 17-დუიმიანი დისპლეით. 

ელექტროპიკაპზე შეკვეთის გაფორმება უკვე შესაძლებელია, მისი წარმოების დაწყება 2021 წლიდან არის დაგეგმილი. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close