ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bakkt: Bitcoin-ის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, გადაჭრის თუ ვერა რეალურ პრობლემებს

პლატფორმა Bakkt უპირველეს ყოვლისა ამოქმედებულ იქნა ინსტიტუციონალიზებული ინვესტორების მიმართ ორიენტირით, თუმცა სამომხმარებლო ასპექტი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კრიპტოვალუტების მასობრივ მიღებაში – ამტკიცებს კომპანიის ოპერაციების დირექტორი ედამ უაიტი. მისი სიტყვებით, თავისი პროდუქტების შექმნისას Bakkt ცდილობს თავიდან აირიდოს საბაზრო სპეკულაციებთან შეხება. 

პორტალ EJ Insight-თან ინტერვიუში, რომელშიც აგრეთვე მონაწილეობდა Intercontinental Exchange Asia Pacific-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯენიფერ ილკივი, ედამ უაიტმა ხაზი გაუსვა, რომ Bakkt-ის დღევანდელი მდგომარეობა მომხმარებლებს ხელს უწყობს უკეთ მოახდინონ ორიენტირება Bitcoin-ის საბაზრო ფასის საკითხებში, აგრეთვე აზღვევს მათ შესაძლო რისკებისგან. 

თუმცა იგი მიიჩნევს, რომ ბაზრის განწყობა –  ეს არ გახლავთ მთავარი ფაქტორი Bitcoin-ის აღიარება-მიღებისთვის. 

„ხალხმა უნდა დაიწყოს Bitcoin-ის მსგავსი ციფრული აქტივების გამოყენება, რათა გადაჭრან რეალური პრობლემები. ეს არის ის, რასაც ვუწოდებთ აღიარებასა და სარგებელს“ – განაცხადა უაიტმა. 

მან ასევე თქვა, რომ Bakkt-ს აქვს ცალკეული ქვეგანყოფილება, რომელიც მუშაობს იმ ახალი სერვისებისა და პროდუქტების შექმნაზე, რომელთაც ხელი უნდა შეუწყონ კრიპტოვალუტების დანერგვის მასშტაბირებას. 

უაიტი შეეხო Stablecoin-ებისადმი მზარდი ინტერესის საკითხსაც და განაცხადა, რომ იგი საკმაოდ ნეიტრალურადაა განწყობილი მათი ფუნქციებისადმი და უფრო მეტი ინტერესით აკვირდება იმ მოვლენებს, რომლებიც ამგავრი აქტივების ირგვლივ ხდება. 

Bakkt-ს ამ დროისთვის არ აქვს არანაირი ისეთი Stablecoin, რომელსაც კომპანია მიიჩნევდა მეურვეობით (custody-ალურ) გადაწყვეტილებად, თუმცა სამომავლოდ პლატფორმამ შესაძლოა განიხილოს მსგავსი ვარიანტიც. 

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში Bakkt-მა დაიწყო თავისი სამომხმარებლო საგადასახადო აპლიკაციის ტესტირება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს Bitcoin-ით გადაიხადონ სერვისების საფასური. Bakkt-ის აპლიკაციაში პირველი ჩაერთვება ყავის საერთაშორისო ქსელი Starbucks, მისი ამოქმედება 2020 წლის შუა პერიოდისთვისაა დაგეგმილი. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close