ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიმსოფლიო

გერმანიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით ბანკებს ნებადართული აქვთ კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვა

კანონპროექტი, რომლის თანახმად საფინანსო ინსტიტუტებს Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვის ნებართვა მიეცათ, მიღებულ იქნა 29 ნოემბერს და ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვრიდან. ინფორმაცია დადასტურებულია Distributed Ledger Consulting-ის პარტნიორების მიერ. 

ახალი წესების მიხედვით ბანკის კლიენტებისთვის შემოთავაზებული იქნება ონლაინ-ბანკინგის სერვისი, რომელიც მოიცავს ოპერაციებს აქციებით, ობლიგაციებითა და კრიპტოვალუტებით შესაბამისი ლიცენზიების თანახმად. 

აგრეთვე, ახალი კანონი ბანკებს აძლევს Bitcoin-ისა და სხვა კრიპტო აქტივების შენახვის შესაძლებლობას. 

კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად. 

მომდევნო წლიდან გერმანული კრიპტო კომპანიები ვალდებულნი იქნებიან მიიღონ ლიცენზია გერმანიის ფინანსური მეთვალყურეობის ფედერალური სამმართველოსგან. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button