ახალი ამბებითამაშები

ჰიდეო კოძიმა საუბრობს, თუ როგორი იქნება მისი მომდევნო თამაში

სულ მცირე ხნის წინ გამოვიდა თამაში Death Stranding, რომელმაც დაუჯერებელი ხმაური გამოიწვია გამოჩენამდე დიდი ხნით ადრევე. რაღა თქმა უნდა, ამგვარი ტრიუმფის შემდეგ თამაშების დიზაინერმა გადაწყვიტა არ შეჩერდეს უკვე მიღწეულზე, არამედ შექმნას ახალი შედევრები და ყოველ ჯერზე გააოგნოს მომხმარებლები თავისი ქმნილებებით. 

დღევანდლამდე ჯერ არავისთვის იყო ცნობილი, რას გვიმზადებს კოძიმა ამჯერად. გეიმერების საბედნიეროდ, მან დუმილი დიდხანს არ შეინარჩუნა და გაამხილა სამომავლო ჰორორის საიდუმლო. დიახ, ეს ნამდვილად ჰორორი იქნება. საკუთარ სოციალურ ქსელში კოძიმამ გამოაქვეყნა შეტყობინა იმის შესახებ, რომ იგი უკვე გეგმავს ნახოს რამდენიმე საშინელებათა ჟანრის ფილმი, რათა მიიღოს შთაგონების საჭირო დოზა: კოძიმა აპირებს შექმნას კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვიდეო. 

image.jpeg

აგრეთვე გვინდა მოგიყვეთ მცირე ხნის წინ ჟურნალისტების წრეში გაჟღერებული ცნობის შესახებ. პირველწყაროს ინფორმაციით, კოძიმას წინა თამაშ Silent Hills-ში, რომლის გამოშვებაც გადაიდო, ჩაფიქრებული იყო, რომ თამაში გეიმერებს შეაშინებდა არა მარტო თამაშის პროცესში, არამედ მის გარეთაც. სიგიჟედ ჟღერს, მაგრამ წყარო აცხადებს, რომ გეიმერებს პერსონაჟებისგან საშიში შეტყობინებები მიუვიდოდათ ელექტრონულ ფოსტაზე. სიმართლეს შეესაბამება თუ არა ეს – ჯერჯერობით უცნობია. 

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button