გამონათქვამებისაკითხავიცხოვრების სტილი

ჩარლი ჩაპლინი – გამონათქვამები

„მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.“

„ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს.“

„ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე.“

„ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის.“

„შენი გაშიშვლებული სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს.“

„– მაპატიეთ, მაგრამ მე არ მინდა იმპერატორობა – ეს არაა ჩემი საქმე. არ მინდა ვინმეს ვმართავდე ან ვიპყრობდე. მინდა დავეხმარო ყველას, ვისაც შემიძლია – ებრაელს, წარმართს, ზანგს, თეთრკანიანს. ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ადამიანები ასეთები ვართ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით და არა უბედურებით. არ უნდა გვძულდეს და გვეზიზღებოდეს ერთმანეთი. ამ მსოფლიოში ყველასთვისაა ადგილი, დედამიწა მდიდარია და ყველას დაგვიტევს.“

„ცხოვრების გზა თავისუფალი და ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს გზა. სიხარბემ მოწამლა ადამიანთა სულები, მსოფლიო სიძულვილისგან ბარიკადებით გადაიღობა. ჩვენ განვავითარეთ სისწრაფე, მაგრამ მასში ჩავიკეტეთ. მანქანებმა გზა გაგვიხსნეს სიმდიდრისკენ, ცოდნამ ცინიკურები გაგვხადა, ნიჭიერებამ კი – გაგვაბოროტა. ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. მანქანებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება, ნიჭიერებაზე მეტად – სიკეთე და თავაზიანობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება ძალადობრივი გახდება და თავის ნამდვილ არსს დაკარგავს.“

„სანამ ადამიანები იარსებებენ, თავისუფლება არასდროს გაქრება.“

„ჯარისკაცებო – ნუ იბრძოლებთ დასამონებლად! იბრძოლეთ თავისუფლებისთვის! წმინდა ლუკას სახარების მე-17 თავში წერია, „ღმერთის სასუფეველი თვითონ თქვენშია“. არა ერთ ადამიანში, არა ადამიანთა ჯგუფში, არამედ ყველაში, თქვენში. თქვენ გაქვთ ძალაუფლება, ძალაუფლება, რომ შექმნათ მანქანები, ძალაუფლება, რომ შექმნათ ბედნიერება. თქვენ გაქვთ იმის ძალაუფლება, გახადოთ ეს ცხოვრება თავისუფალი და ლამაზი, აქციოთ ის გასაოცარ თავგადასავლად. მაშ, დემოკრატიის სახელით, მოდი გამოვიყენოთ ეს ძალაუფლება! მოდი ყველანი გავერთიანდეთ! ვიბრძოლოთ ახალი მსოფლიოსთვის, წესიერი მსოფლიოსთვის, სადაც ადამიანს ექნება საშუალება, იმუშაოს, რომელიც მოგცემთ მომავალს, ხოლო ხანდაზმულებს შეუქმნის უსაფრთხოებას. ამ დაპირებების მოცემით ულმობელი ადამიანები ძლევამოსილნი გახდნენ, მაგრამ ისინი ტყუიან! ისინი არ ასრულებენ თავიანთ დანაპირებს. მაშ მოდი ვიბრძოლოთ ამ დაპირებების ასასრულებლად! ვიბრძოლოთ, რათა გავათავისუფლოთ მსოფლიო, გადავლახოთ ეროვნული ბარიერები, მოვაშოროთ სიხარბე, სიძულვილი და შეუწყნარებლობა. ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის, სადაც მეცნიერება და პროგრესი მთლიანად ადამიანთა ბედნიერებისკენაა მიმართული.“

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button