Hi-Techკოსმოსიმეცნიერება

Nasa აანონსებს ახალ პროექტს უცხოპლანეტური სიცოცხლის საძიებლად

NASA-ს სპეციალისტებმა ჩაიფიქრეს ახალი პროექტი, რომელშიც გაერთიანდება TESS-ისა და Breakthrough Listen-ის ტელესკოპების ტექნოლოგიები. 

ასტრონომები, რომლებიც ჩართულნი არიან პროგრამა TESS-ში (Transiting Exoplanet Survey Satellite), უახლოეს მომავალში აქტიურად ითანამშრომლებენ პროექტ Breakthrough Listen-თან და ერთად დაიწყებენ უცხოპლანეტური წარმოშობის სიცოცხლის ძიებას. მათი ალიანსი საფუძველს ჩაუყრის კოსმოსური სააგენტოს ახალ პროექტს. 

შევძლებთ თუ ვერა უცხოპლანეტური სიცოცხლის აღმოჩენას? 

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერ-ასტრონომების ყველა ცდა – ეპოვათ ჰიპოთეტური უცხოპლანეტური სოცოცხლე – წარუმატებელი იყო, NASA-ს სპეციალისტები არ ნებდებიან და გადაწყვეტილი აქვთ სამომავლო ძიების გაგრძელება. 

TESS-ის ყველაზე ცნობილი „ეგზოპლანეტებზე მონადირე“ დედამიწის ახლო ორბიტაზე გავიდა 2018 წლის აპრილში მიზნით – დახმარებოდა კაცობრიობას დიდი ხნის ოცნების ასრულებაში  – გაეცნო უცხო პლანეტები და შორეული სამყაროები. კოსმოსური აპარატი მისიას ახორციელებს ე.წ. „ტრანზიტული მეთოდით“ – ეძებს ეგზოპლანეტებს ვარსკვლავის გამოსხივების უმცირესი ცვლილების დროს. თეორიულად ამ დროს ვარსკვლავის ფონზე რომელიმე ეგზოპლანეტა უნდა გამოჩნდეს (რაც იწვევს გამოსხივების, განათების შეცვლას). ამ დრომდე მეცნიერებმა შეძლეს აღმოეჩინათ 146 ეგზოპლანეტა. 

რადგანაც TESS ფოკუსირებულია მზესთან ახლომდებარე ვარსკვლავებზე, მისი ზოგიერთი აღმოჩენა სასარგებლო იქნება სამომავლო მისიებისთვის, რომლებიც უფრო სრულყოფილი ინსტრუმენტებით იქნება წარმოდგენილი. ამ დროისთვის არსებული უმძლავრესი ტელესკოპი James Webb, რომელიც ჯერჯერობით შემუშავების სტადიაშია, შეძლებს გამოიკვლიოს წინამორბედების აღმოჩენების საფუძველზე ის სივრცეები, სადაც პოტენციურად შესაძლებელია სიცოცხლის არსებობა. 

Breakthrough Listen-ის, TESS-ისა და James Webb-ის მოწყობილობებს დიდი ალბათობით დაემატება მთელი რიგი სხვა ღირსშესანიშნავი ინსტრუმენტები, მაგალითად დასავლეთ ვირჯინიისა და ავსტრალიის Green Bank და Parkes რადიოტელესკოპები, ასევე MeerKAT და კალიფორნიული ტელესკოპი Planet Finder. ასე, რომ არსებობს იმედი – უცხოპლანეტური სიცოცხლის ძიებაში მალე წარმატებები გამოჩნდეს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button