Hi-Techტექნოლოგია

რობოტი-კუბები დამოუკიდებლად ეწყობიან საჭირო კონსტრუქციებად

MIT-ის მეცნიერებმა წარადგინეს რობოტი-კუბიკები, რომლებსაც შეუძლიათ მანევრირება, ერთიან რობოტად აწყობა, ხტუნვა და დამოუკიდებლად სხვადასხვა რთული ფორმის შექმნა. ათეულობით ამგვარ რობოტს შეუძლია ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლა სპეციალური შტრიხ-კოდების მეშვეობით, რომლებიც დატანილია თითოეულ მათგანში. 

თითოეული M-Block შეიცავს ქანქარას, რომელიც 20 ათასი ბრ/წთ სიჩქარით ტრიალებს, ასევე მაგნიტებს, რომლებიც განთავსებულია კუბის ყველა კიდესა და ფრონტალურ ნაწილზე. შედეგად მოწყობილობას შეუძლია ხტუნვა და ბრუნვა, აგრეთვე სხვა ბლოკებზე მიწებება. ამგავრად შეუძლიათ მათ ახალი სტრუქტურის ფორმირებისთვის გაერთიანება. 

„სხვა რობოტიზებულ სისტემებს გადაადგილების გაცილებით რთული მექანიზმები აქვთ, რისთვისაც მრავალჯერადი ეტაპის გავლა უწევთ, ჩვენი სისტემა კი უფრო მასშტაბირებადი და ეკონომიურია“  – აცხადებს პროექტის ავტორი. – „ჩვენი მიდგომის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ სისტემა არის იაფი, საიმედო და პოტენციურად შესაძლებელია მისი მასშტაბირება მილიონ მოდულამდე“. 

თითოეულ მოდულს შეუძლია 24 განსხვავებული მიმართულებით გადაადგილება ისე, რომ გადალახოს დაბრკოლება და თავი აარიდოს შეჯახებას. სიახლე ის გახლავთ, რომ მოწყობილობებს ერთმანეთთან კოდებით „საუბარი“ შეუძლიათ. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს მეთოდი უფრო სანდოა, ვიდრე ინფრაწითელი სინათლის ან რადიოტალღების გამოყენება. 

სამომავლოდ დაგეგმილია გაცილებით რთული კონსტრუქციის შექმნა, რომელსაც გაუმჯობესებული შესაძლებლობები ექნება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button