გამონათქვამებისაკითხავი
Trending

შტეფან ცვაიგი – გამონათქვამები

„სიყვარული, რანაირადაც არ უნდა გამოვლინდეს,თუნდაც ყველაზე სასაცილო და აბსურდული ფორმითაც კი, ადამიანის წერაა და გულგრილობა უკვე დანაშაულია მის მიმართ. ულმობელობა და ლამის გულქვაობაც კია, ქალის გრძნობას რომ არ გაიზიარებ. მაგრამ განაგონი და წანაკითხი კვალს ნაკლებად ტოვებს; მხოლოდ ის, რასაც გული თვითონ გადაიტანს, საცნაურს ხდის მისთვის გრძნობის ჭეშმარიტ ბუნებას.“

„არა და არ შეიძლება ხანგრძლივად სრულ წონასწორობაში დარჩეს ურთიერთობა ჯანმრთელსა და ავადმყოფს შორის, თავისუფალსა და ტყვეს შორის. უბედური ადამიანი იოლად ღიზიანდება, ხოლო გაუთავებელი ტანჯვა უსამართლოს ხდის მას. ზუსტად ისევე, როგორც ვალის გამცემსა და ამღებს შორის ვერ აღმოფხვრი საჩოთირო დმოკიდებულებას, რადგან ერთ-ერთ მათგანს აუცილებლად გამცემის როლი უწერია, მეორეს კი მხოლოდ მიმღებისა, ასევე ავადმყოფიც იდუმალ ყოველთვის დაძაბულია და მზად არის აენთოს ზრუნვის ყოველ თვალშისაცემ გამოვლენაზე. ერთთავად ფხიზლად უნდა იყო, რომ ძნელად გასარჩევ მიჯნას არ გადააბიჯო, საიდანაც თანაგრძნობა, ნაცვლად იმისა, რომ გააყუჩოს, უფრო აღვიძებს იარებს.“

„როდესაც რაიმე გზღუდავს, სულ ერთია რა ფორმითაც უნდა ხდებოდეს ეს, მაშინ შენი სულიერი სამყაროც შებოჭილია და არსებითად ადამიანი მთლიანად მხოლოდ მაშინ ავლენს თავის რაობას, როდესაც ლაღად გრძნობს თავს.“

„თუ ვინმე დააპირებს, მთელი დედამიწის ზურგზე არსებული სიდუხჭირე წარმოიდგინოს, ძილი გაუკრთება და ღიმილი პირზე შეაშრება; მაგრამ გამოგონილი, წარმოსახული უბედურებანი კი არ აღელვებს და მუსრავს ჩვენს სულს, ჭეშმარიტად შეგვძრავს მარტოოდენ ის, რასაც საკუთარი თვალით ცოცხლად და თანაგრძნობით აღვიქვავთ.“

„თუ ერთხელაც არის მასხარად აგიგდეს ამხანაგებმა, სამუდამოდ მასხარად რჩები. არა და არ დაივიწყებენ შენს მარცხს, შენდობას ნუ ელი.“

„ათი, ოცი წელი ღეჭავენ ხოლმე ყოველ კურიოზს, ოდესმე თუ რომელიმე ჩვენგანს შემთხვევია; ჩვენთან უკვდავყოფენ ყოველ იდიოტობას, ძეგლს უდგამენ ყოველ ანგლობას.“

„ყოველთვის როდი შეიძლება ერთმანეთში ავურიოთ ის, რაც გვსურს და რაც სინამდვილეში არსებობს.“

„სიკვდილი აღარ მიმძიმს, რაგდან შენ ამას შორიდან არ გრძნობ. ჩემს სიკვდილს შენთვის ტკივილი რომ მოეყენებიან, ალბათ სიკვდილსაც ვერ შევძლებდი.“

„ადამიანებს თავის მოტყუება უყვართ ხოლმე მოახლოებული საფრთხის წინაშე. ქვეშეცნეულად გრძნობენ საშიშროებას და ცდილობენ იმით მოიცილონ თავიდან, რომ არარსებულად, არარეალურად აცხადებენ.“

„მხოლოდ მაშინ გრძნობ შენი არსებობის აზრსა და მოწოდებას, როდესაც იცი, რომ სხვებისთვის რაღაცას წარმოადგენ.“

ჭდეები

Related Articles

Leave a Reply

Close
Close