
მოსალოდნელი იყო, რომ მას შემდეგ, რაც ელექტრო ტრანსპორტი გამოვიდოდა, მას მოჰყვებოდა კიდევ ერთი გადასვლა ელექტობისკენ, ამჯერად საჰაერო საქმიანობის სფეროში. Tesla გვპირდება, რომ ხუთ წელიწადში ელექტროძრავიანი ვერტმფრენები იფრენენ – აღარანაირი ნავთი.
ასეთ ზუსტ ვადას მასკი იმით ხსნის, რომ დღესდღეობით უბრალოდ შეუძლებელია შეიქმნას მსგავსი მოდელი: არ არსებობს საკმარისი სიმძლავრის აკუმულატორები და ფრენის ხანგრძლივობა მეტად მცირე იქნება. მასკი ჯერ კიდევ ათი წლის წინ ატარებდა გამოთვლებს, საიდანაც ჩანს: იმისათვის, რომ ნავთს კონკურენცია გაუწიოს, საჭიროა დაახლოებით 400 ვტს/კმ სიმჭიდროვის მქონე ლითიუმ-იონური აკუმულატორი. დღესდღეობით ეს მაჩვენებელი 300 ვტს/კმ-ია.

რადგან მასკმა ასეთი ხმამაღალი განცხადების გაკეთება გადაწყვიტა, როგორც ჩანს, ამის საფუძველიც გააჩნია. შესაძლოა რაიმე მსგავსი ვერტმფრენის დაპროექტებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა კონკრეტულ შედეგებს უახლოეს წლებში არ უნდა ველოდოთ.




