მსოფლიოში პირველი სმარტფონი Xiaomi Redmi 64-მეგაპიქსელიანი კამერით
ჩინური კომპანია Xiaomi-ს მიერ შექმნილმა ბრედმა Redmi-მ გამოაქვეყნა გამოსახულების თიზერი, სადაც გადმოცემულია, რომ მზადდება მსოფლიოში პირველი სმარტფონი 64-მეგაპიქსელიანი სენსორით.
ილუსტრაციაზე ჩანს კატის ფოტოსურათი გადიდებული თვალის გამოსახულებით. როგორც ჩანს, Redmi-ს ახალი, მზადებაში არსებული სმარტფონის კამერა უმაღლეს დეტალიზაციას უზრუნველყოფს.
გავრცელებული ცნობებით, სმარტფონში გამოყენებული სენსორი იქნება ISOCELL Bright GW1, რომელიც კომპანია Samsung-ის მიერაა შექმნილი. მოგახსენებთ, რომ ეს სენსორი დამზადებულია Tetracell (Quad Bayer) ტექნოლოგიით. არასაკმარისი განათების შემთხვევაში სენსორი საშუალებას იძლევა გადაღებულ იქნას ხარისხიანი 16-მეგაპიქსელიანი ფოტოები.
სამწუხაროდ, თიზერის მეშვეობით ახალი სმარტფონის სხვა ტექნიკური მახასიათებლები არ გამხდარა ცნობილი, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოწყობილობა მრავალმოდულიანი ძირითადი კამერით იქნება წარმოდგენილი.
სმარტფონის ოფიციალური ანონსის თარიღის შესახებაც ჯერჯერობით ცნობილი არაფერია, ცნობები უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.