Hi-Techახალი ამბებიმეცნიერებამსოფლიო

მზის ახალი პანელები არამარტო ელექტროენერგიას მოიპოვებენ, არამედ ასუფთავებენ წყალს

წყლისა და ენერგიის ნაკლებობა ერთმანეთთანაა კავშირში. თუკი არ არსებობს საკმარისი რაოდენობის წყალი – ვერ გამომუშავდება ორთქლი, რომელიც ელექტროსადგურის ტურბინების მოძრაობისთვის აუცილებელია. თუკი არ არსებობს ენერგია – არ მუშაობს წყლის ამოსატუმბი მოწყობილობები. უდაბნოში კი, სადაც არ არის წყალი, ვერაფრით გადაირეცხება მზის ბატარეები, რაც გამომუშავებული ენერგიის მინიმიზაციას იწვევს. ამ პრობლემის ერთი ხელის მოსმით გადაჭრა გადაწყვიტეს საუდის არაბეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალისტებმა.

არაბმა მეცნიერებმა და ინჟინრებმა შეიმუშავეს საკმაოდ იაფი ტექნოლოგია: როდესაც მზის ბატარეა მუშაობას და ელექტროენერგიის გამომუშავებას იწყებს, სისტემა დამატებით მორჩენილ სითბოს ქვევით, დაბინძურებული წყლის მილებისკენ გადასცემს. იგი ცხელდება, გარდაიქმნება ორთქლად და გადაადგილდება კონდენსაციის ზონაში. ხდება დისტილაციის, გაფილტვრის პროცესი, იწმინდება წყალი, ამასთან გადაცემული სითბო არ იფანტება, არამედ კვლავ სისტემას უბრუნდება გათბობა-გაგრილების შემდგომი ციკლისთვის.

2016 წელს ზღვის წყლის გამტკნარება უზრუნველყოფდა სასმელი წყლის მარაგის 3%-ს ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ მასზე მოდიოდა რეგიონის მერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 5%. ახალი ტექნოლოგია შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ბევრად ეფექტურად – რეგიონში ბევრი დაუსახლებელი ადგილია, სადაც დაყენდება წყლის გამტკნარების ახალი ტიპის სადგურები. ახალი ტექნოლოგიით ერთროულად ორი რამ მიიღწევა – ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყარო და სასმელად ვარგისი გაფილტრული წყალი.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button