რობოტებიტექნოლოგია

Tribots მიკრორობოტები რთული ამოცანების გადასაჭრელად კოლექტიურ გონს იყენებენ

EPFL-ის (ლოზანის ტექნიკური უნივერსიტეტი) ინჟინრებმა დააპროექტეს რობოტი Tribot-ები, რომელთაც შეუძლიათ ძალისხმევა გააერთიანონ მასშტაბური ამოცანების შესასრულებლად. ინჟინრებმა რობოტების შექმნისას შთაგონება მიიღეს ჭიანჭველების ორგანიზებული ერთობლივი შრომისგან, სადაც თითოეულ ინდივიდს შეუძლია გაინაწილოს მზვერავის, მებარგულის, გზის გამყვანის ან ხელმძღვანელის ფუნქცია – იმის მიხედვით, თუ რა მისია აქვთ შესასრულებელი. რობოტექნიკოსებმა გაითვალისწინეს სერიოზული დაბრკოლებების გადალახვის რეჟიმიც – დიდი ნახტომები ბარიერების გადასალახად. 

თითო Tribot 10 გრამს იწონის, აქვს პლასტმასის კარკასი, რომელიც აწყობილია სამნაწილიანი ორიგამის სტილში. თითოეული ნაწილზე, „ფურცელზე“ მიმაგრებულია ზამბარები და მეხსიერების მოწყობილობები იმ ფორმით, რომ რობოტს შეუძლია სწრაფად დაიკეცოს ან გასწორდეს – ამ იმპულსს იგი მოძრაობისათვის იყენებს. ტრიბოტებს ინფრაწითელი სენსორებიც აქვთ და უსადენო კავშირის მოდულიც, რათა დაბრკოლების აღმოჩენისას ინფორმაცია გადასცენ სხვა რობოტ-ჭიანჭველებს.  

image.png

Tribot-ების მთავარი ღირსებაა დავალების კოლექტიურად შესრულება. მაგალითად, შესაძლებელია რამდენიმე რობოტი გაემართოს დაზვერვაზე, რათა განსაზღვროს გზაზე არსებული დაბრკოლებების სირთულეები  და ააგოს სამოძრაო მარშრუტი თუნდაც რამდენიმე ერთეულის გაწირვის ფასად. ტრიბოტები ასევე ახდენენ მოქმედების სინქრონიზაციას და აერთიანებენ ძალებს, როდესაც საჭიროა რაიმე მსხვილი ნივთის გადაადგილება.  

image.png

მინირობოტები საკმაოდ მოუქნელები, თუმცა მარტივი და იაფია, მისიისას რამდენიმე რობოტის დაკარგვა კი ხელს არ უშლის დაკისრებულისთვის თავის გართმევას. ტრიბოტების გუნდს შეუძლია შეაღწიოს იქ, სადაც უფრო დიდი და სრულყოფილი რობოტი ვერ შევა. ამ პატარებს არ შეუძლიათ უბედურების ზონიდან ადამიანის გამოყვანა, თუმცა თავად კონცეფცია შესაძლებელია საფუძვლად დაედოს მომავლის რობოტექნიკის განვითარებას. 

წყარო
overclockers.geoverclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

ასევე იხილეთ

Close
Back to top button
Close
Close