Hi-Techახალი ამბები

SpaceX რაკეტა Starhopper-ის გამოცდას ჩაატარებს

მიმდინარე კვირაში SpaceX განახორციელებს Starhopper-ის მორიგ ტესტირებას – ეს არის პროექტ Starship-ის სატესტო მაკეტი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კოსმოსში ადამიანების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი საიმედო ხომალდის შექმნა.

Starhopper-მა, რომელიც გასული საუკუნის მწერალი-ფანტასტების წარმოსახვით რაკეტას წააგავს, უკვე წარმატებით გაიარა ორი ტესტი „ნახტომის“ რეჟიმში – მოახდინა შესაძლებლობის დემონსტრირება – აწეულიყო რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლეზე სასტარტო მოედნიდან.

ამჯერად გამოცდა ჩატარდება „ჰაერში დაკიდების“ რეჟიმში. 16 ივლისს დაგეგმილი გამოცდისთვის Starhopper-ში ძრავი Raptor უკვე დამონტაჟებულია. მისი წყალობით საბელებით დაბმული რაკეტა ამჯერად შეძლებს ჰაერში აიწიოს 20 მეტ სიმაღლეზე.

ილონ მასკის თქმით გამოცდისას იზრდება ძრავის გაუკონტროლებელი მოქმედებების რისკი, რისთვისაც სპეციალური ზომები იქნება მიღებული.

მასკმა აგრეთვე განაცხადა, რომ მომდევნო გამოცდების მსვლელობისას, რომლებიც უახლოეს თვეებშია დაგეგმილი, სატესტო რაკეტა Starship Mk1 20 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწევს. მომხმარებლის კითხვის საპასუხოდ SpaceX-ის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ Starship Mk1 სამი ძრავი Raptor-ით არის აღჭურვილი.

SpaceX გეგმავს კომერციული კოსმოსური ფრენები რაკეტა Starship-ის გამოყენებით 2021 წელს დაიწყოს.

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close