ჩარლი ჩაპლინი – რაც საკუთარი თავი შევიყვარე
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ დარდი და ნაღველი – მხოლოდ გამაფრთხილებელი სიგნალებია, რომლებიც მამცნობენ, რომ ჩემი ჭეშმარიტი ბუნების წინააღმდეგ ვცხოვრობ. დღეს ვიცი, რომ ამას „სინამდვილე“ ქვია.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რა ძლიერ შეიძლება ატკინო გული ადამიანს, თუკი მას მისივე სურვილების ასრულებას დააძალებ, როცა მათი განხორციელების დრო ჯერ არ დამდგარა და ადამიანი ამისთვის ჯერ მზად არ არის და, რომ ეს ადამიანი – თავად მე ვარ. დღეს „აღიარებას“ ვარქმევ ამას.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, თავი დავანებე სხვა ცხოვრებისკენ სწრაფვას და მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რაც ჩემს გარშემოა, მუდმივად ზრდისა და სრულყოფისკენ მიბიძგებს. დღეს „მოწიფულობა“ დავარქვი ამას.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ მიუხედავად გარემოებებისა, ვიმყოფები სწორ ადგილას, სწორ დროს და ყველაფერი საჭირო მომენტში ხდება, ამიტომ შემიძლია მშვიდად ვიყო. ახლა ამას „თვითდაჯერებულობას“ ვარქმევ სახელად.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვიპარავ ჩემს დროს და სამომავლოდ გრანდიოზულ გეგმებს აღარ ვსახავ. დღეს მხოლოდ იმას ვაკეთებ, რასაც ჩემთვის სიხარული და სიამოვნება მოაქვს, იმას, რაც მიყვარს და რაც მხიარულ განწყობაზე მაყენებს. ამას ჩემი მეთოდებით, ჩემს ჩვეულ რიტმში ვაკეთებ. დღეს ამ ყოველივეს „უბრალოებას“ვეძახი.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, განვთავისუფლდი ყველაფრისგან, რასაც ზიანი მოქონდა ჩემთვის – საკვების, ადამიანების, ნივთებისა და სიტუაციებისგან. ყველაფრისგან, რაც კი უკან მხევდა და ჩემს თავს მაშორებდა. „საკუთარი თავის სიყვარული“ ვუწოდე ამ ყოველივეს.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვცდილობ ყოველთვის მართალი ვიყო და შეცდომებსაც ნაკლებად ვუშვებ. ახლა ვიცი, რომ ამას „მოკრძალება“ ქვია.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, წარსულით აღარ ვცხოვრობ და მომავალზეც არ ვღელავ. მხოლოდ მოცემულ მომენტში ვცხოვრობ – იქ, სადაც ყველაფერი ხდება. ახლა ყოველი დღით ვცხოვრობ და ამას „განხორციელებას“ვარქმევ სახელად.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, გავაცნობიერე, რომ ჩემმა გონებამ შესაძლოა გუნება-განწყობა გამიფუჭოს და ამან შედეგად ავადმყოფობა მომიტანოს. მაგრამ, როცა გული და გონება ერთმანეთს შევურწყე, ეს უკანასკნელი ჩემი საუკეთესო მოკავშირე გახდა. ამ კავშირს „გულის სიბრძნეს“ ვუწოდებ.
არ არის საჭირო, კონფრონტაციებისა თუ სხვადასხვა სახის პრობლემების შიში რომ გვქონდეს. იცით, ვარსკვლავებიც ეჯახებიან ერთმანეთს და ამ შეჯახების შედეგად ახალი სამყაროები წარმოიქმნება. დღეს ვიცი, რომ „ეს – ცხოვრებაა“.
საკუთარი თავის უნდა გწამდეს – ესაა საიდუმლო. მაშინაც კი, როცა ობოლთა თავშესაფარში ვცხოვრობდი და ქუჩაში საკვებს ვეძებდი, ვფიქრობდი საკუთარ თავზე, როგორც უდიდეს მსახიობზე მსოფლიოში. მე უნდა მქონდეს აბსოლუტური თავდაჯერებულობა, მის გარეშე დავმარცხდებოდი.