მსოფლიორობოტებიხელოვნური ინტელექტი

ჩინეთის ციხეები რობოტებითა და ხელოვნური ინტელექტით აღიჭურვება

ჰონგკონგის გამოსასწორებელი დაწესებულებების სამსახური აპირებს აამაღლოს თავინთი ციხეების საიმედოობა მაღალი ტექნოლოგიების დახმარებით. უახლოეს პერიოდში რამოდენიმე გამოსასწორებელ კოლონიაში „ჭკვიანი“ კამერები დამონტაჟდება. აგრეთვე, პატიმრები მუდმივად იქნებიან კონტროლის ქვეშ სპეციალური სამაჯურების წყალობით, რომელიც აფიქსირებს მათ ადგილმდებარეობას და გულისცემის რიტმს. გარდა ამისა, ციხეებში გამოჩნდება სპეციალური რობოტები, რომლებიც ყველაზე რთულ და ბინძურ სამუშაოებს შეასრულებენ: მათი მოვალეობა იქნება ადამიანურ ნარჩენებში კონტრაბანდული ნივთიერებების ძებნა.

ახალი ტექნოლოგიები განკუთვნილია იმისათვის, რომ ამაღლდეს როგორც დაცვის თანამშრომლების, ასევე პატიმრების უსაფრთხოების დონე. თავდაპირველად სისტემების გამოცდა ჩატარდება სამ გამოსასწორებელ დაწესებულებაში. თუკი ტექნოლოგია დაამტკიცებს ეფექტურობას, „ჭკვიანი“ აღჭურვილობა გავრცელდება სხვა მსგავს დაწესებულებებშიც. ხელისუფლებას სურს, ამ სისტემებით ყველა ციხე მოიცვას.

ხელოვნური ინტელექტის მქონე კამერების დაყენება იგეგმება სააბაზანოებში. კონფიდენციალურობა რომ დაცული იყოს, მასალის გარკვეული დეტალები დაფარული იქნება. სისტემა თვალყურს მიადევნებს და დააფიქსირებს პატიმართა ნორმიდან გადახრილ ქცევებს, მაგალითად ჩხუბს ან ავადმყოფურ შეტევებს.

სპეციალური სამაჯურების მეშვეობით დაცვას გადაეცემა ინფორმაცია, თუ სად იმყოფება კონკრეტული პატიმარი. სამაჯური ასევე გააკონტროლებს პატიმრის გულისცემის მდგომარეობას და ციხის თანამშრომლებს შეატყობინებს, თუკი წარმოიშვება ჯანმრთელობის პრობლემა. ეს სისტემა ხელს შეუწყობს, რომ შემცირდეს გაქცევის, მკვლელობის და პატიმრის უეცარი გარდაცვალების შემთხვევები.

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close