National Geographicგართობასურათები

გამორჩეული (მოწინავე) ფოტოები National Geographic-ის ისტორიიდან

1905 წელს National Geographic-ის ჟურნალში 11 გვერდი მხოლოდ ფოტოებს დაეთმო, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო. მათ შორის იყო 600 წლიანი მონასტრის სურათი, მინია კონკას მთიდან (ტიბეტი). ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ფოტოების სერია, რაც პრესაში დაიბეჭდა.


ფოტოგრაფმა სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას ზულუს ტომის წევრები, ნეფე და პატარძალი გადაიღო. ეს სურათი პირველი გახლდათ National Geographic-ის ჟურნალის ისტორიაში, რომელზეც ქალი შიშველი მკერდით იყო. დაიბეჭდა 1896 წლის ნოემბრის გამოცემაში.


1910 წელს National Geographic Society-ის ექსპედიციისას ფოტოგრაფი ჩამოჯდა იაკუტატის სანაპიროზე, ალასკას ყურეში, რათა თავისი ფირი ზღვის წყალში გაერეცხა. შეზღუდული ტექნოლოგიის პირობებში National Geographic-ის სხვა ფოტოგრაფებმა შეძლეს და მაქსიმალურად კარგი ხარისხის ფოტო გადაიღეს. შედეგად პირველად დაფიქსირდა ფოტოგრაფი პროფესიული საქმიანობისას.


არქეოლოგებმა ეს ჩონჩხი და თავის ქალა პერუს ერთ-ერთ გამოქვაბულში აღმოაჩინეს 1915 წელს, როცა National Geographic-ის ექსპედიცია გამოკვლევებს ატარებდა ჰირამ ბრინგჰემის მეთაურობით. ფოტოგრაფების წყალობით კი ეს აღმოჩენა National Geographic-ის ჟურნალის ფურცლებზე მოხვდა.


გამომგონებელმა და National Geographic Society-ის ერთ-ერთმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ გრაჰამ ბელმა, შექმნა უზარმაზარი ფრანი, რომელიც სამ განზომილებიანი სამკუთხედებით იყო აგებული. მსგავსი ცდები ტარდებოდა აეროდინამიკის დიზაინის შესასწავლად, სანამ თვითმფრინავებს გამოიგონებდნენ.


სურათი, რომელზეც ჩანს გუმბათოვანი ოთახი ნიუ მეხიკოში, კარლსბადის გამოქვაბულში, არის მიწისქვეშ გადაღებული პირველი ფერადი ფოტო. ის National Geographic-ის გამოცემაში 1925 წლის სექტემბერში დაიბეჭდა. National Geographic-ს ასევე ეკუთვნის პირველი წყალქვეშა ფერადი ფოტო და ჰაერიდან გადაღებული პირველი ფერადი ფოტო.


სწორედ ეს არის პირველი საჰაერო ფოტო, რომელზეც თავისუფლების ქანდაკებაა აღბეჭდილი. ის National Geographic-ის რედაქტორმა მელვილ ბელ გროსვენორმა გადაიღო, როცა მგზავრობდა სამხედრო დირიჟაბლით “ZM C2”-ით, გამოქვეყნდა 1930 წლის სექტემბრის ნომერში.


ეს კი პირველი წყალქვეშა ფოტო გახლავთ, რომელზეც ჩანს თევზი hogfish (Lachnolaimus maximus). გადაღებულია მექსიკის ყურეში ვილიამ ლონგლისა და National Geographic-ის ფოტოგრაფ ჩარლზ მარტინის მიერ 1926 წელს. ისინი აღჭურვილნი იყვნენ წყალგამძლე ფოტოაპარატებითა და ძვირადღირებული განათების სისტემებით.


30 წლის შემდეგ, მას მერე რაც პირველი ფოტო გადაიღო, გვატემალის ერთ-ერთი სოფლის მერი თავისი ადრინდელი ფოტოთი ხელში პოზირებს. ფოტოგრაფი იყო დევიდ ალან ჰარვეი. ეს სურათიც პიონერი იყო მსგავსი ტიპის ფოტოებში.


1906 წლის ივლისის გამოცემაში დაიბეჭდა ფოტო, რომელზეც პირველად აისახა ველურ ბუნებაში მობინადრე არსებები. გილ გროსვენორმა 73 ასეთი ფოტო დაბეჭდა, რითიც საფუძველი ჩაეყარა ველური ცხოველებისთვის ფოტოების გადაღებას.

1912 წელს იელის უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი ჰირამ ბინგჰემი არქეოლოგთა ჯგუფთან ერთად პერუს ანდებში ინკების დედაქალაქს ვილკაბამბას ეძებდა, როცა მოულოდნელად მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა – მან მაჩუ-პიქჩუს ნასახლარები იპოვა. ფოტოგრაფების წყალობით აღმოჩენის ამსახველი ფოტოები National Geographic-ის ჟურნალში მოხვდა და ფართო საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, თავად ფოტო კი პირველი იყო არქეოლოგიური აღმოჩენის ამსახველ სურათებს შორის.


ჯორჯ შალერის ფოტოზე, რომელიც 70-იანების დასაწყისშია გადაღებული, პირველად დაფიქსირდა თოვლის ლეოპარდი მის ველურ საცხოვრებელში – ჩიტრალის ხეობაში, რომელიც პაკისტანში მდებარეობს. ეს ფოტო National Geographic-ის ჟურნალში, 1971 წლის ნოემბრის გამოცემაში დაიბეჭდა.


National Geographic-ის ფოტოგრაფმა ემილი კრისტოფმა საფუძველი ჩაუყარა ფოტოგრაფიაში რობოტ კამერებისა და შორიდან მართვადი მოწყობილობების გამოყენებას. მან მსოფლიოს გააცნო ღრმა წყლებში მობინადრე არსებები, ისეთები, როგორიც მაგალითად ეს 3 მ სიგრძის მედუზაა, ზღვის ჭინჭარი.

Source
charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button