Hi-Techახალი ამბებიტექნოლოგია

ინჟინრებს აქვთ შემოთავაზება – ორბიტაზე შეიქმნას მბრუნავი სადგური ხელოვნური გრავიტაციით

ორგანიზაცია Gateway foundation-ის ინჟინრებმა გაახმაურეს აზრი – დედამიწის ორბიტაზე აშენდეს მბრუნავი კოსმოსური სადგური, რომლის იდეაც 50-იან წლებში წამოაყენა ერთ-ერთმა გერმანელმა რაკეტათმშენებლობის ინჟინერმა და მისია „Appolo”-სთვის რაკეტის შემქმნელმა  – ვერნერ ფონ ბრაუნმა. 

ვერნერ ფონ ბრაუნი – გერმანელი მეცნიერი და ინჟინერი, აშშ-ში გადავიდა 1945 წელს. იგი გახდა რაკეტათმშენებლობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და  ხელმძღვანელობდა Saturn-5-ის აწყობას. ამ რაკეტამ მთვარეზე წაიყვანა Appolo-11-ის ეკიპაჟი და კიდევ რამოდენიმე პილოტირებული აპარატი. 

შემდგომში ფონ ბრაუნი გახდა NASA-ს მარშალის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრის დირექტორი და სწორედ ამ პერიოდში მოახდინა მან ველოსიპედის ბორბლისმაგვარი კონსტრუქციის იდეის პოპულარიზაცია. თუკი რგოლი სივრცეში ბრუნავს, ინერციასა და ცენტრიდანულ ძალას შეუძლიათ შექმნან თავისებური ხელოვნური გრავიტაცია. ეს ადამიანებს საშუალებას მისცემს იარონ კონსტრუქციის იატაკზე ისევე, როგორც დედამიწაზე დადიან და არ მოუწიოთ ფრენა, როგორც ეს ამჟამად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ყოფნისას ხდება. 

ამ იდეის რელიზება გადაწყვიტეს Gateway foundation-ის ინჟინრებმა – დაგეგმილია, რომ რგოლის გარშემო განთავსდება კაფსულები, რომელთა შესყიდვაც შეეძლებათ სახელმწიფო და კერძო აეროკოსმოსურ კომპანიებს, რათა იქ შემდგომში კვლევები ჩაატარონ. ზოგიერთი კაფსულა გაიყიდება დედამიწის ყველაზე მდიდარ მაცხოვრებლებზე სურვილისამებრ, ზოგიერთს კი გამოიყენებენ როგორც სასტუმროს ნომრებს კოსმოსური ტურისტებისთვის. 

image.jpeg

მაკავშირებელი განყოფილება განთავსებული იქნება სადგურის ცენტრში – ამ ადგილიდან მოხდება ადამიანებისა და ტვირთის გადანაწილება ლიფტებით კაფსულებისკენ. 

იდეის ავტორები აპირებენ, რომ ფონ ბრაუნის მბრუნავი სადგურის მშენებლობის თანხა გამოიმუშაონ ლატარეით – ისინი გეგმავენ, რომ პროექტის დაფინანსებაზე მოელაპარაკონ ორგანიზაციებს, რომლებიც შეძლებენ მოგებისას  მონაწილეებს ორბიტის მიმართულებით ბილეთები აჩუქონ. 

ამგვარმა ლატარეებმა გასულ წელს აშშ-ს დაახლოებით 70 მლრდ დოლარის მოგება მოუტანა, მთელ მსოფლიოს კი – 300 მილიარდზე მეტი. ეს თანხა იმაზე ორჯერ მეტია, რაც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მშენებლობაზე დაიხარჯა და ეს მხოლოდ ერთი წლის მოგებაა.  

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button