ახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

გამოკითხვა: ალტერნატიული ინვესტორების ნახევარი კრიპტოვალუტებს Bubble-ად მიიჩნევს

Cayman Alternative Investment Summit (CAIS) 2019-ის გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ინვესტორები თვლიან – კრიპტოვალუტები, როგორც აქტივების სახეობა, ფინანსურ „ბუშტს“ (Bubble) წარმოადგენს. გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა პრეს-რელიზში და გავრცელდა Cointelegraph-ის მიერ.

გამოკითხვისთვის მოსამზადებლად, როგორც ცნობილია, მკვლევარებმა შეისწავლეს დაახლოებით 100 ალტერნატიული ინვესტორი და მენეჯერი, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ CAIS-ის ყოველწლიურ კონფერენციაში 2019 წლის 6-დან 9 თებერვლამდე.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხული ინვესტორების 45% ციფრულ ვალუტას მიიჩნევს იმ სახის აქტივად, რომელიც ამ დროისთვის Bubble-ს წარმოადგენს. რესპონდენტთა 20%, 19% და 16 % თვლის, რომ აშშ-ის აქციები, ექსპლუატაციაში მყოფი სესხები და კერძო კრედიტები Bubble-ია, შესაბამისად.

ტექნოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებულ კითხვაზე – თუ რომელი მათგანი მოახდენს ბაზარზე გავლენას, გამოკითხულთა 45-მა პროცენტმა დაასახელა ავტომატიზაცია და მანქანური სწავლება, 38% კი თვლის, რომ მსოფლიოზე უდიდეს გავლენას ბლოკჩეინი მოახდენს.

მიმდინარე თვეში Bitwise Asset Management-ის გლობალური კვლევის ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა და ETF.com-ის პრეზიდენტმა Matt Hougan-მა განაცხადა, რომ არსებობს ბევრი რამ, რასაც იგი უწოდებს ნეგატიური აქტივობის „გამორკვევას“ კრიპტოინდუსტრიაში. ამავე დროს Hougan-მა აღნიშნა, რომ იგი „უფრო მეტად ოპტიმისტურადაა განწყობილი კრიპტო აქტივების მიმართ, ვიდრე ბლოკჩეინის“.

Bloomberg-თან ინტერვიუში Goldman Sachs-ის ყოფილმა პარტნიორმა და კრიპტო ბანკ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა Mike Novogratz-მა ივარაუდა, რომ კრიპტო სამყაროში ახალი ბუშტი არ წარმოიშვება და Bitcoin-ის სავარაუდო საშუალო ფასად 8 ათასი დოლარი იწინასწარმეტყველა. კრიპტო სამყაროსთვის მძიმედ გადატანილი ზამთრის მაგალითზე მან აღნიშნა, რომ წინა წელმა დაგვანახა, თუ რამდენად მტკივნეულია ფინანსური ბუშტის გასკდომა კრიპტო საზოგადოებისთვის.

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close